მთელი ჩვენი სოციალისტური სამშობლოს მშრომელი მასები უღრმესი კმაყოფილების გრძნობით შეხვდნენ უზენაეს სასამართლოს განაჩენს იმ ვერაგთა და გარეწართა ფიზიკურ განადგურებას, რომელნიც სწამლავდნენ ჰაერს თავიანთი არსებობით.
„მემარჯვენე - ტროცკისტული ბლოკის“ მონაწილეთა გასამართლებამ დაგვანახა, რომ გაცოფებული მტერი არ თაკილობს არავითარ უმსგავსო და საზიზღარ საქმეს იმისათვის, რომ უკუღმა შეატრიალოს ისტორიის ჩარხი და აღადგინოს კაპიტალიზმი ჩვენს ქვეყანაში.
მაგრამ თვით ამ ჯოჯოხეთურად შენიღბულ გამცემელთა, ჯაშუშთა, დივერსანტთა და მკვლელთა ბანდის გამომჟღავნებისა და ლიკვიდაციის ფაქტი მოწმობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სოციალური წყობილების უდიდეს ძალას და გაუგონარ ძლევამოსილებას.
განუზომელია და უსაზღვრო ჩვენი მადლობის გრძნობა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატისადმი. საბჭოთა დაზვერვის ორგანოები სასიცოცხლო საქმეს აკეთებენ, სწმენდენ რა ჩვენს ქვეყანას გამცემლებისა, ორგულებისა და მზაკვრებისაგან.
გაუმარჯოს საბჭოთა დაზვერვას და მის სახელოვან სტალინელ ხელმძღვანელს, ამხანაგ ეჟოვს!
გაუმარჯოს ჩვენს მშობლიურ დიდ სტალინს.
ლ. ქიაჩელი, შ. დადიანი, ი. მოსაშვილი, რ. გვეტაძე, სანდრო ეული, ალიო მაშაშვილი, ლევ. ასათიანი, ირ. აბაშიძე, გ. ნატროშვილი, შ. რადიანი, ს. შანშიაშვილი, გ. ლეონიძე, გ. ბუხნიკაშვილი, ა. ჭეიშვილი.