საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა იანვარში, შარშანდელთან შედარებით 3,5 პროცენტით გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.
აღნიშნული ეკონომიკური მონაცემები, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის აზრით, მხოლოდ საშუალო ვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული და ეკონომიკის განვითარებისთვის სხვა უფრო მასშტაბური ცვლილებებია საჭირო.
რა უნდა გაკეთდეს გრძევლვადიანი პერსპექტივებისთვის და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა? - ამ თემაზე For.ge პაატა ბაირახტარს ესაუბრა.
რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივისთვის?
- ჩვენთან ვითარდება საფინანსო სექტორი, მომსახურების სფერო და მსგავსი დარგები, პრობლემას კი ვაწყდებით ინკლუზიურობის არქონაში, რომელიც თითოეულ ადამიანზე აისახება. მეორე პრობლემაა, რომ ქვეყანაში არ ხდება დამატებითი ღირებულების წარმოება.
მაგალითად?
- მაგალითად, ჩვენ შეიძლება ვაშენებთ სასტუმროს, რომელიც ციფრებში პოზიტიურ მონაცემებს გვაძლევს და ხალხიც საქმდება, ცუდი ეს არ არის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამას არ შეუძლია დამატებითი ღირებულების წარმოება. მაგალითად, როდესაც ტურისტი შემოდის ქვეყნაში და ის იმპორტირებულ პროდუქციას მოიხმარს, გამოდის, რომ ეს ტურისტი ქვეყანაში დახარჯული თანხის დიდ ნაწილს ისევ იმპორტულ პროდუქციაში უშვებს. თანხას, რომელსაც საქართველოში ხარჯავს, გამოდის, რომ გაედინება ქვეყნიდან და დახარჯული 100% -ის, მხოლოდ 30-40% რჩება ქვეყნის შიგნით.
თურქეთის მაგალითსაც მოგიყვანთ. თურქეთი ეკონომიკურად ერთ-ერთი ცენტრია ჩვენს რეგიონში და ისე აქვთ მოწყობილი ინფრასტრუქტურა, რომ ქვეყანაში შესული ტურისტის მიერ დახარჯული თანხის 100% ქვეყნის შიგნით რჩება. ჩვენ ეს რელობა არა გვაქვს სამწუხაროდ, იმიტომ რომ დამატებითი ღირებულება არ იქმნება.
კიდევ თურქეთის მაგალითს მოგიყვანთ ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან დაკავშირებით. ჩვენ, როდესაც ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დევალვაცია გვქონდა, ამან საფრთხე შეუქმნა ფასების სტაბილურობას და ამ დროს თურქეთში 2-ჯერ უფრო მეტი დევალვაცია იყო ლირის, მაგრამ ინფლაციის საფრთხე და ფასების სტაბილურობის საფრთხე იქ არ შექმნილა იმიტომ, რომ თურქეთი დამოკიდებული არ არის იმპორტირებულ პროდუქციაზე და არ აწუხებს იქაური ვალუტის დევალვაცია უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში.
როგორ ფიქრობთ, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით სახელმწიფომ რეგულირების თუ დერეგულირების ეკონომიკური პოლიტიკა უნდა განახორციელოს?
- დღევანდელი ეკონომიკების რეალობას თუ გავითვალისწინებთ, პრაქტიკულად, არ არსებობს ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც სრულად მოერგება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას. მაგალითად, ამერიკა არის ერთ-ერთი ყველაზე ღია ბაზარი. ის არის კაპიტალიზმის სამშობლო და ვიცით, რომ პრაქტიკულად ბიზნესში არ ერევა, მაგრამ ამის მიუხედავადაც ამერიკაც კი, ასეთი დიდი ეკონომიკის ქვეყანა ატარებს პროტექციონისტულ პოლიტიკას, ანუ იცავს შიდა წარმოებას იმპორტისგან.
ცალსახად მიდგომა, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ან უნდა ჩაერიოს ყველაფერში ესე არ არის, აუცილებელია გარკვეული ცენტრისტული პოზიციის დაჭერა იმიტომ, რომ დღევანდელი ეკონომიკები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოვარგოთ რომელიმე რადიკალური მიმდინარეობა ეკონომიკას და ამ მიმდინარეობით გავყვეთ და ვთქვათ, რომ ეს არის იდეალური.
ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე რას იტყვით?
- ჩვენ რეალობას თუ შევხედავთ, ვერც წმინდა მემარცხენე ან მემარჯვენე მიდგომები ვერ გაამართლებს. ულტრალიბერალური მიდგომები, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ბიზნესში, უტოპიის ტოლფასია, რადგან ჩვენ გვაქვს არაკონკურენტული ბაზრები.
თუმცა სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესში, ბიზნესის შეზღუდვას არ გულისხმობს...
- რა თქმა უნდა. მაგას ვგულისხმობ და მაგალითსაც გეტყვით. ახლა მახსენდება ირანული არმატურის ქეისი. იმდენად დაბალ ფასში და თანაც უხარისხო პროდუქცია შემოდიოდა, რომ ადგილობრივ წარმოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. იმ ქვეყანაში, სადაც უხარისხო პროდუქცია ადგილობრივ წარმოებას ძირავს, სახელწიფოს ჩარევა აუცილებელია.
- ძალიან მარტივად...
წამოვწვეთ, სადმე ჩრდილში და დაველოდოთ... ივანიშვილი როდის მოხნავს, მოთესავს, გამარგვლავს და დააბინავებს მოსავალს!
...სახლებიც ააშენოს, ბაღ-ბოსტანიც გააშენოს, ქორწილ-ქელეხების ფულიც გაიღოს, კრედიტებიც გვიხადოს, სტიქიის ზარალიც აანაზღაუროს და მიშაც დროზე დააბრუნოს... რომში დაუწუწუნებია, ფინანსები შემომელიაო.