„ვერ გეტყვით, რომ ირაკლის პრემიერობის დროს თავს კომფორტულად ვგრძნობდი“

„ვერ გეტყვით, რომ ირაკლის პრემიერობის დროს თავს კომფორტულად ვგრძნობდი“

„გააჩნია რა უფლებამოსილებით დაბრუნდა; პოლიტიკის შესაცვლელად დააბრუნეს თუ მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების" ძველი გუნდი არ წასულიყო „ოცნებიდან", ეს არის ჯერ გასარკვევი. თუ რაღაცა უფლებამოსილება და პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნება, შეიძლება რაღაცა შეცვალოს კიდეც, თუმცა, თუ ამის რესურსი არ მისცეს და პარტიის შიგნით იგივე მოცემულო შენარჩუნდება, რაც დღეს არის, მხოლოდ ირაკლის დაბრუნებით, პარტიაში ვითარების გაჯანსაღება მაინც ძნელი იქნება," - აცხადებს „ქართული ოცნებიდან" წამოსული დეპუტატი გედევან ფოფხაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას.

ცნობისათვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

რას შეცვლის ღარიბაშვილის დაბრუნება და ეს ფაქტი რას შეიძლება დავუკავშიროთ, ფოფხაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან" დეპუტატების წასვლამ და დაწყებულმა კრიზისმა გამოიწვია ძველი სახის უკან პოლიტიკაში დაბრუნება.

„იქ არავინ არაფერს არ ეკითხება და ვერტიკალი აბსოლუტურად არის მოშლილი. მოდის რაღაც დავალება და თუ არ შეასრულებ, პარტიიდან უნდა წამოხვიდე. ასეთ ვითარებაში თავმოყვარე ადამიანისთვის ძალიან ძნელი იქნება ფეხის მოკიდება.

„მისი დაბურუნება უკავშირდება ბოლო მოვლენებს, რაც „ქართულ ოცნებაში" განვითარდა; შიდა პრობლემები და საპროტესტო განწყობა შეიქმნა, ეკა ბესელიასა და ჩვენ წამოსვლას... ისეთი სიცარიელე იქნებოდა, რომ, ფაქტობრივად, გუნდის სახით რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც დღეს პოზიტიურ ფაქტორს არ წამოადგენენ არც „ოცნებაში" და არც ქართულ პოლიტიკაში," - აღნიშნა ფოფხაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მმართველი პარტიის ხელმძღვანელობაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გახდეს მიზეზი იმისა, რომ თავადაც დაბურნდეს „ოცნებაში", ფოფხაძე აცხადებს:

„ამაზე ძალიან ადრეა საუბარი. არ ვიცი რა პროცესები წავა, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლისთან ძალიან დადებითი და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. იქ ბევრი ჩემი ადამიანი დარჩა, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ იქ რეალური ვითარება უნდა შეიცვალოს. ამ საკითხს დღეს ნამდვილად არ განვიხილავ," - დასძინა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში თავად მაიცდამაინც კომფორტულად არ გრძნობდა თავს, რადგან გარკვეული თავდასხმები ხორციელდებოდა მასზე.

„პირადად კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან, ვმეგობრობდით. პრემიერი იყო და კომუნიკაცია მქონდა. რაღაც საკითხებზე შევხედრივართ და პრობლემებიც დამიყენებია, რაც გადაუწვეტია, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ირაკლის პრემიერობის დროს მე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი, რადგან გუნდში ბევრი თავსახმა იყო ჩემზე და რაღაც დონეზე პრობლემები მქონდა.

„ბორჯომის ბიუროში, როდესაც ოთახიდან გამომაძევეს, ეს პრემიერს ვუთხარი. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი დამპირდა პრობლემას გადამიწყვეტდა. 7-8 თვე დასჭირდა იმისათვის, რომ ბორჯომის რაიონში სამუშაო ოთახი დამებრუნებინა, რომელიც წამართვეს. შესაბამისად, 7-8 თვის თავზე საქმე, რომ მაინც გადაწყდება, კარგია, მაგრამ მქონდა პრობლემები. ირაკლისთან ადამიანურად ურთიერთობები ძალიან დადებითი იყო, ცუდს ვერაფერს ვიტყვი," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.