მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, მილიარდერთან დამამცირებლად მარცხდება

მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, მილიარდერთან დამამცირებლად მარცხდება

ქართული ეგზითპოლი მიანიშნებს იმაზე, რომ იმარჯვებს ბიძინა ივანიშვილი.

ეგზითპოლის პირველმა მაჩვენებლებმა, როგორც ჩანს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მოუტანა საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა მან შეიძლება ვერ შეძლოს პრემიერმინისტრის პოსტის დაკავება.

ორ გამოკითხვაში, ორშაბათს ივანიშვილის კოალიციამ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის მმართველ პარტიას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წინ გაუსწრო. ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ ივანიშვილმა მიიღო ხმების 51, ხოლო ენმ-მ 41 პროცენტი, ხოლო 35 პროცენტმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „ქართულ ოცნებას“ 35 პროცენტი მიანიჭა, ხოლო ენმ-ს 32 პროცენტი და 30 პროცენტმა უარი თქვა პასუხის გაცემაზე. „ქართული ოცნების“ გამოკითხვამ განაცხადა, რომ მან მოიპოვა სრული უპირატესობა 62 პროცენტი, ენმ-ის 28 პროცენტის წინააღმდეგ.

თუ ეს შედეგები დადასტურდა, ეს იქნება გამანადგურებელი მარცხი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ე.წ. „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა, მაგრამ რვა წლის მმართველობის შემდეგ მას სულ უფრო ხშირად სდებდნენ ბრალს ავტორიტარულ ქცევაში.

ივანიშვილმა გასულ ღამეს განაცხადა, რომ მისმა პარტიამ ნამდვილად მოიგო არჩევნები და თვითერში დაწერა:“ქართველმა ხალხმა ჩვენს გამარჯვებაზე უნდა ირეაგიროს მშვიდად და ახსოვდეს, რომ ისინი, ვინც ენმ-ს მისცა ხმა, ჩვენი ძმები არიან.“

ქალაქ თბილისში, რომელიც ოპოზიციის დასაყრდენია, უამრავი ადამიანი გამოეფინა ქუჩაში საზეიმოდ.

მაგრამ ქართულმა საარჩევნო სისტემამ შეიძლება ვერ უზრუნველყოს ივანიშვილის გამარჯვება, ეგზითპოლი არკვევს მხოლოდ პარტიული სიით არჩეული 77 დეპუტატის მონაცემებს; დანარჩენი 73 საოლქო მანდატებია, სადაც სააკაშვილს მტკიცე უპირატესობა აქვს.

ერთმა წყარომ მთავრობიდან აღიარა, რომ სააკაშვილმა წააგო არჩევნები, მაგრამ თქვა, რომ შესაძლოა ენმ-მ მაინც შეინარჩუნოს „მცირე უპირატესობა“. მათი თქმით, სააკაშვილის აშკარა მარცხი ძირითადად სამართლიან არჩევნებში იმის მაჩვენებელია, რომ ბრალდებები მისი დესპოტიზმის შესახებ ნამდვილად მცდარია.

სააკაშვილი პრეზიდენტად 2013 წლამდე უნდა დარჩეს. თუ ივანიშვილი მოიგებს საპარლამენტო უმრავლესობას, ის გახდება პრემიერ-მინისტრი, მაგრამ რთული წარმოსადგენია, როგორ იმუშავებს ეს ორი კაცი ერთად.

კამპანიისას ორივე მხარე შეურაცმყოფელ განცხადებებს აკეთებდა – ივანიშვილმა კვირას „გარდიანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტი მის გასაჩერებლად ყველაფერზე იყო მზად.

ივანიშვილის თანამშრომლებმა მიანიშნეს, რომ ახლა, დიდი დამარცხების შემდეგ ისინი სააკაშვილისგან გადადგომას ელიან.

თუ სააკაშვილი დარჩა და მისმა პარტიამ შეინარჩუნა ძალაუფლება მარცხის მიუხედავად, საქართველო შესაძლოა არეულობის ან იქნებ უფრო უარეს ფაზაშიც შევიდეს.
foreignpress.ge