„როცა მსხვილი ბიზნესი ასეთ გასაჭირშია, არაა გასაკვირი, რომ მცირე მაღაზიები დომინოს პრინციპით გაქრნენ“

„როცა მსხვილი ბიზნესი ასეთ გასაჭირშია, არაა გასაკვირი, რომ მცირე მაღაზიები დომინოს პრინციპით გაქრნენ“

1-ლი იანვრიდან ამოქმედებულმა ახალმა საბანკო რეგულაციებმა ტექნიკის ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს გაყიდვების მაჩვენებელი გაუნახევრა, ხოლო მცირე და საშუალო მეწარმეები დახურვის პირას მიიყვანა. ვითარება დრამატულია, მომავალი კი ჯერაც ბუნდოვანი და გაურკვეველი.

„ბეკომ“ პროდუქციაზე ფასები შეამცირა, „ტექნო ბუმმა“ კი რეგიონებში ფილიალები დახურა. ახალმა რეგულაციამ მყისიერი გავლენა მოახდინა ტექნიკის ბაზარზე. როგორც „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რეალიზაციის მაჩვენებელმა, ძირითადად, რეგიონებში იკლო.

„რეგიონებში მოსახლეობის უმრავლესობა თვითდასაქმებულია, შესაბამისად, მათთთვის საფინანსო ინსტიტუტისთვის რაიმე შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ძალიან რთულია. ამის გამო, განვადებები მათ უმრავლესობას არ უმტკიცდება“, - განაცხადა მეჰმედ მელექმა.

კომპანიას რეალიზაციის შემცირების ფონზე ფასების დაკორექტირებაც მოუხდა. ღირებულება პროდუქციის უმრავლესობაზე 10%-მდეა შემცირებული.

„საბანკო რეგულაციები საკმაოდ მკაცრი აღმოჩნდა, მაშინვე გაჩერდა ჩვენი მუშაობა. იძულებული გავხდით, რომ ფასები შეგვემცირებინა, რათა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო პროდუქცია. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ვაკეთებთ“, - განაცხადა მელექმა.

გაყიდვების 50%-იან შემცირებაზე საუბრობენ „ტექნო ბუმშიც“. კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რომ ამის გამო რეგიონებში 4 მაღაზიის დახურვა მოუწიათ.

„ამ რეგულაციების შედეგად 4 მაღაზია დავხურეთ. ფილიალები გაუქმდა თელავში, ლანჩხუთი, ზუგდიდში, ქობულეთში. თანამშრომლების ნაწილი სხვა მაღაზიებში გადავანაწილეთ, ნაწილმა კი, ვინც უარი თქვა სხვა ქალაქში გადასვლაზე, გაშვება მოგვიწია“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ქოქოლაძემ.

ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ტექნო ბუმის“ ბედი სხვა მაღაზიებმაც გაიზიარონ, ხოლო შედარებით მცირე ქსელები ბაზრიდან დომინოს პრინციპით გაქრნენ.

„ახალი რეგულაციის შედეგის ანალიზი ჯერ ადრეა, მაგრამ ფაქტია, რომ ტექნიკის მაღაზიებში სერიოზული პრობლემაა. შეიძლება ზოგიერთი დაიხუროს, „ტექნო ბუმის“ ობიექტების ხვედრი სხვამაც გაიზიაროს. როცა მსხვილი ბიზნესის ნაწილი ასეთ გასაჭირშია, აღარაა გასაკვირი, რომ მცირე მაღაზიები სავაჭრო ცენტრებიდან და ხალხმრავალი ადგილებიდან დომინოს პრინციპით გაქრნენ. მიუხედავად ამისა, რეგულაციას გარკვეული გამართლება აქვს, რადგან ქვეყანაში ჭარბვალიანობის შესამცირებლად ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო.

რეგულაციის შედეგი და ბაზრის ანალიზი სრულად 3 თვის თავზე გახდება ცნობილი. ველოდები, რომ პრობლემას სხვა მაღაზიებშიც აღიარებენ, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან რაღაც გამოსავალი მოიძებნება.

ტექნიკის მაღაზიებში ქართული წარმოების პროდუქტი არ იყიდება და ბაზარი ამ სეგმენტში მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, მისი მოცულობა შემცირდება, რაც აქედანვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა“, - განაცხადა ჯანიაშვილმა.

მიუხედავად ამ შედეგისა, ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკუთარი შეფასების წარდგენას ჯერჯერობით არ გეგმავს. როგორ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში განაცხადა, არსებული სტატისტიკური მონაცემები დასკვნების გაკეთებისთვის ნაადრევია.

„ის სტატისტიკური ინფორმაცია, რაც დღეს გვაქვს, არ იძლევა საფუძველს ღრმა ანალიზი შემოგთავაზოთ ამ საკითხზე. ვფიქრობთ, რომ ნაადრევია ამ საკითხზე საუბარი, სანამ პირველი კვარტლის მაჩვენებლები არ იქნება წარმოდგენილი. შემდეგ იქნება უფრო უპრიანი ამ საკითხის განხილვა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

Serapina არიჩოპრა სად ხარ გასუსული?
აყვავდა და გაიფურჩქნა ქვეყანა! ახლა აქე, აქეთ ბიძინა, იქეთ კალაძე.
5 წლის უკან
სოციალისტი მე თავდანვე დავწერე,არიჩოპრა ვარ !
5 წლის უკან
Serapina ბოდიში, ალბათ გამომეპარა.
აი, ქვეყანას რომ ააწყობენ მიშას და ივანიშვილის ბიჭები(ადრე რომ ცუდ საქმეებს აკეთებდნენ და ახლა რომ უკეთესს აკეთებენ) , ეს ამბავი არ გამომაპაროთ!
5 წლის უკან
სოციალისტი თქვენ ვინ რას გამოგაპარებს, არწივის მახვილი თვალი გაქვთ! სამწუხაროდ ამ ვაივაგლახში ვერ მიიცალეთ და ერთი 20 წელია საქართველოში არ ჩამობრძანებულხარ! ალბათ?!)))
5 წლის უკან
Serapina ამ, ღრუსთავი2- ის ტვინგამოლაყებული ქალები, ხან სოციალურ ქსელებში დარბიან, ხან ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მიშათი ხელში.
სოციალისტ, ამათზე ინერვიულე, თუ მაინცადამაინც ნერვიულობ...
მე,სადაც მინდა, იქ წავბრძანდები და საიდანაც მინდა, იქედან მოვბრძანდები!
პ.ს. აქ, მიშარასტები არ შემოზუზუნებულან?
თუ ვინმე გარდაიცვალა, ივანიშვილმა მოკლაო, გახარებული ადგენენ სიებს.
...ისტების საშველი, არ იქნება არასოდეს!
5 წლის უკან
სოციალისტი მე ყველა ტყეში გზააბნეულ ქართველზე ვნერვიულობ! ))) აქ არის ერთი საიტი ამბები.გე იქ დავაკვირდი, სააკაშვილს მთელ ინტერნეტ თანამეგობრობაში 100 მდე მომხრე უგროვდება. მათ შორის ტროლების ჩათვლით! ))) ქართველი ხალხი არის ბრძენი.!!!
5 წლის უკან