ტელეკომპანია „მაესტრო“ მისი დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლების რეგიონების მიხედვით დადებულ საბოლოო შედეგებს აქვეყნებს. შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, კვლევები ორი ამერიკული კომპანიის „პენ შონ ბერლანდის“ და ბრიტანული „ოქფორდ იუნივერსიტი კონსალტინგის“ მიერ არის ჩატარებული. შედეგები კი ასე გადანაწილდა:
საქართველოს მასშტაბით პროპორციული სიით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთა ხმების 30% მიიღო, „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 1%, კოალიციამ „ქართული ოცნება“ – 66%, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა კი - 3%.
კომპანია „პენ შონ ბერლანდის“ წარმომადგენელმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ ეგზითპოლების წარმოებისას გამოიკვეთა ტენდენცია, რომ იმ ამომრჩეველთა 97%, რომელიც პროპორციული სიით „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, ამავე კოალიციის მაჟორიტარს აძლევდა ხმას. „პენ შონ ბერლანდის“ წარმომადგენლის განცხადებით, რეგიონების მიხედვით, ეგზითპოლების წინასწარი მონაცემები ასე გადანაწილდა:
თბილისში - 77% - „ქართული ოცნება“, 20% - „ნაციონალური მოძრაობა“,
კახეთში - „ქართული ოცნება“ – 60%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 36%,
გურიაში - „ქართული ოცნება“ 75%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 22%
აჭარაში - „ქართული ოცნება“ – 68%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 28%
იმერეთში - „ქართული ოცნება“ – 66%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 28%
რაჭაში - „ქართული ოცნება“ – 51%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 45%
ქვემო ქართლში - „ქართული ოცნება“ – 61%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 38%
მცხეთა-მთიანეთში - „ქართული ოცნება“ – 69%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 27%
შიდა ქართლში - „ქართული ოცნება“ – 65%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 28%
ჯავახეთში - „ქართული ოცნება“ – 41%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 55%
სამეგრელო - „ქართული ოცნება“ – 51%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 44%.
„პენ შონ ბერლანდის“ წარმომადგენლის განცხადებით, ეს შედეგები ეხება როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ არჩევნებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, დაახლოებით ერთ საათში მაჟორიტარული ოლქების მიხედვით ეგზითპოლის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება.