თბილისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები ლიდერობენ

თბილისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები ლიდერობენ

ტელეკომპანია „მაესტრო“ თბილისის მასშტაბით მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებული ეგზითპოლების შედეგებს აქვეყნებს. „მაესტროს“ ინფორმაციით, კვლევები ორი ამერიკული კომპანიის „პენ შონ ბერლანდის“ და ბრიტანული „ოქფორდ იუნივერსიტი კონსალტინგის“ მიერ არის ჩატარებული. შედეგები კი ასე გადანაწილდა:

მთაწმინდის ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არჩილ გეგენავა - 23%

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი - 76%,

ვაკის ოლქში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კარბელაშვილი - 15%

„ქართული ოცნების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე - 81%,

საბურთალოზე „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი ანდრია ურუშაძე - 18%

„ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით უსუფაშვილი - 73%,

კრწანისში „ნაციონალური მოძრაობა“, დავით საყვარელიძე - 27%,

„ქართული ოცნება“ შოთა ხაბარელი - 68%,

ისანში „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძე - 31%, „ქართული ოცნება“ ალექსანდრე ქანთარია 65%,

სამგორი „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ მაჭავარიანი - 18%, „ქართული ოცნება“ ზურაბ აბაშიძე - 78%,

ჩუღურეთი „ნაციონალური მოძრაობა“ ანდრო ალავიძე - 17%, „ქართული ოცნება“ ვიქტორ დოლიძე - 80%,

დიდუბე „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ჩაჩანიძე - 14%, „ქართული ოცნება“ ვახტანგ ხმალაძე - 84%,

ნაძალადევი „ნაციონალური მოძრაობა“ მერაბ სამადაშვილი - 15%,

„ქართული ოცნება“ თეა წულუკიანი - 83%,

გლდანი „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკოლოზ ხაჩირაშვილი - 19%,

„ქართული ოცნება“ სოსო ჯაჭვლიანი - 77%.