დღეს, 1 ოქტომბერს, გამთენიისას ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი გაძარცვეს.
საუბრისას ვაჟა-ფშაველას შთამომავალმა, მუზეუმის დირექტორმა, ლელა რაზიკაშვილმა განაცხადა რომ მუზეუმის თანამშრომლებს ამ დილას სახლ-მუზეუმის ყველა კარი გატეხილი დახვდათ.
ამ დრომდე უცნობია, თუ რა ნივთებია მუზეუმიდან დაკარგული, რადგან შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ჯერ არ მისულან და კვალის წაშლის თავიდან ასაცილებლად შენობაში არავინ შედის.
„ყველა კარი გატეხილია. მუზეუმში სეიფია, სადაც ვაჟა-ფშაველას საოჯახო ვერცხლეული ინახება. სავარაუდოდ, დამნაშავეს მისი წაღება უნდოდა", - აღნიშნა ლელა რაზიკაშვილმა.