„გაზპრომში“ მგლები არიან“ – რას ითხოვს საქართველო რუსული გიგანტისგან

„გაზპრომში“ მგლები არიან“ – რას ითხოვს საქართველო რუსული გიგანტისგან

რამდენიმე დღეში „გაზპრომთან“ ახალი მოლაპარაკება უნდა დაიწყოს, რომლსაც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით თავისებური მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოსთვის პრინციპულია, რომ ჩრდილოელ მეზობელთან ხელსაყრელი პირობები შეათანხმოს და მუდმივად რუსეთის პირობებზე არ დათანხმდეს. ყველა თანხმდება, რომ ეს იოლი არ იქნება.

უმრავლესობის წევრის, ენერგეტიკოს რევაზ არველაძის განცხადებით, იგი მთავრობის წარმომადგენლებს ესაუბრა იმის თაობაზე, რომ საქართველოს დელეგაცია სათანადოდ მომზადებული შეხვედროდა „გაზპრომის“ ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად.

„ახლაც მქონდა საუბარი, სანამ დეკემბერი მოვიდოდა, რომ კარგია, დროულად მოემზადონ და ისე შეხვდნენ „გაზპრომის წარმომადგენლებს“. მილერი, მოადგილეებიც და დეპარტამენტებიც, რომ იტყვიან ხოლმე, მგლები არიან და აქედანაც მგელი თუ არ წავიდა, იმას ვერაფრით მოუგებ მსჯელობაში, არგუმენტებში და ა.შ.

არ ვიცი, საბოლოოდ გადაწყვეტილი რა არის, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ის გატარების საფასური ორი მდგენელისგან უნდა შედგებოდეს. პირველი მდგენელი ის უნდა იყოს, რომ ამ გაზსადენის საექსპლოატაციო ხარჯები მთლიანად თავის თავზე უნდა აიღოს „გაზპრომმა“, რადგან ეს მილსადენი პრაქტიკულად მხოლოდ, სომხეთისთვის გაზის მისაწოდებლად არის. ყაზბეგის რაიონში, რაც მოხმარებაა, ის არის მიზერული. მეორე მდგენელი უნდა იყოს გატარების საფასური, რომ ვაძლევთ უფლებას, ჩვენს მილში გაატარონ გაზი“, - აღნიშნავს „ბიემთან“ არველაძე.

„გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობებზე ახალი ხელშეკრულება ძალიან მალე უნდა გაფორმდეს, რადგან მხარეებს შორის კონტრაქტს ვადა გასული წლის ბოლოს გაუვიდა.

ამასობაში ნავთობისა და გაზის კორპორაცია დამაფიქრებელ პროგნოზს აკეთებს, რომლის მიხედვითაც, 2030 წელს საქართველოში ბუნებრივი აირის წლიურმა მოხმარებამ შესაძლოა, 3,5 მლრდ კუბმეტრს გადააჭარბოს. ეს ნიშნავს, რომ გაზის მოხმარება ქვეყანაში 50%-ით გაიზრდება. მოთხოვნა სწრაფად იზრდება, მომწოდებელი კი მხოლოდ ერთია. სწორედ ამიტომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ საქართველოში ბუნებრივი აირი მონოპოლიურად მხოლოდ აზერბაიჯანიდან არ უნდა შემოდიოდეს და ქვეყანამ „ცოტა გაზი“ რუსეთიდანაც უნდა იყიდოს.

„ჩვენ ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში, ზოგჯერ ცოტა მეტი გაზი რომ მივიღოთ რუსეთიდან, შეიძლება, შევქმნათ დივერსიფიკაცია საქართველოს ბაზარზე. არ უნდა იყოს მონოპოლიური მდგომარეობა და ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანი, არამედ იყოს აზერბაიჯანი და ცოტა გაზი მივიღოთ რუსეთიდანაც. ამისგან ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიები, ბიზნესი მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს იმიტომ, რომ გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ფასზეც“, - განაცხადა ქობულიამ.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები 2-3 კვირაში დასრულდება. მინისტრის ინფორმაციით, საკითხი ეხება გაზის შესყიდვისა და ტრანსპორტირების ტარიფებს.

„რა რეჟიმიც იყო „გაზპრომთან“ კონტრაქტის მიხედვით, ისაა ახლაც. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმაზე, რომ ჩვენი პირობები საგრძნობლად გავაუმჯობესოთ. ეს მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში დასრულდება. ლაპარაკია გაზის შესყიდვის ფასზე, ტრანსპორტირების ტარიფებზე“ - აცხადებს ქობულია.

„გაზპრომთან“ ახალი ტიპის კონტრაქტი 2017 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების პირობები საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ ის 2017 წელს მაგისტრალური გაზსადენით გატარებული ბუნებრივი აირის შერეული წესით (ნატურითა და ფულით) ანაზღაურებას, 2018 წლიდან კი მხოლოდ ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

ბ ა ტ ო ნ ი 420 გაზპრომში მგლები არიან,
მისი მეწილე გველია,
ანაკონდა და გიურზა,
ყველა ჩვენ შემოგვესია,
მართლა მაგრები ყოფილან,
ტურა, მგელი, თუ მელია,
დრო იყო დედას უტყნავდნენ,
ერთხელ არ დაუკვნესიათ. ჰაი გაზპრომის დედასა!!! იქ ქვანახშირის მამაცო.
5 წლის უკან
leviko და ნეტა რომელი კომპანია არ არის გველი, უბრალოდ გაზპრომი პირდაპირ როგორც იტყვიან რუსულად გეუბნება და სხვა მაგალითად ამერიკის კომპანია იგივეს გეტყვის უგუნდ სხვა სიტყვებით, და შენ ამიტ რასი იგებ მაინტერესებს ბატონო 420
5 წლის უკან