„ქართული ოცნების“ ეპოქის ბიზნესის „რენესანსი“, - ასე აფასებენ „თი-ბი-სი ბანკის“ ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებს საქართველოში. მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძე სულ რაღაც 500 დოლარიდან შექმნილ „ფინანსურ იმპერიას“ ჩამოაცილეს, გაჩნდა ვარაუდი, რომ ხაზარაძეს უკვე აღარაფერი აქვს დასაკარგი და მას თამამად შეუძლია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა. თუმცა რატომ მიიყვანა მოვლენები ეროვნულმა ბანკმა ამ დონემდე, ამის შესახებ For.ge-ს საბანკო სფეროს ექსპერტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა ესაუბრა.
ხომ არ ფიქრობთ, რომ სახელმწიფომ მიუშვა ბანკები თავის ნებაზე, აყვლეფინა მოსახლეობა და ახლა მარყუჟში მოაქცია?
- ყველამ იცის, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება სუფთა ხელებით ძალიან რთულია. თვითონ ბანკების ზედამხედველობა განსხვავდება სხვა სახის ბიზნესის ზედამხედველობისგან, ბანკი ისე ვერ გაფაჩუნდება, რომ ეროვნული ბანკი არ იყოს საქმის კურსში, ანუ, თუკი რაღაც არასწორს აკეთებენ ბანკები საქართველოში, ეროვნული ბანკი აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსშია. ამიტომ, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია კომერციული ბანკების მიმართ, პირველ რიგში, ეს პრეტენზია უნდა გააჩნდეს ეროვნული ბანკის მიმართ, ვინაიდან ეროვნულ ბანკს შეეძლო შეექმნა ისეთი პირობები, რომ კომერციულ ბანკებს დაბლა დაეწიათ საპროცენტო განაკვეთი სესხებზე, არ შეექმნათ გაუსაძლისი პირობები საკრედიტო ბარათების მფლობელებისთვის და ა.შ. ეს ყველაფერი შეეძლო დაერეგულირებინა ეროვნულ ბანკს, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. შესაბამისად, ბანკები თავის ნებაზე იყვნენ მიშვებულნი. საერთოდ, ნებისმიერი ბიზნესი მტაცებლური ხასიათისაა, მისთვის ყველაზე მთავარია მოგების მიღება, დანარჩენი, იმის იქით რა მოხდება, ეს უკვე მას არ აინტერესებს, თუკი მას არ ზღუდავს კანონი. აქედან გამომდინარე, კომერციული ბანკებისთვის შემზღუდავი კანონი უნდა დაეწესებინა საქართველოს ეროვნულ ბანკს.
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ რაც ბანკირობა დაიწყო, 27 წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკური მმართველობის პერიოდში არაერთხელ ყოფილა თავდასხმის ობიექტი და როგორ გადარჩა, ეს ცალკე ბესტსელერის თემაა. წინა ხელისუფლებების დროს ნაკლებად გვახსოვს, ხაზარაძეს პრობლემები შექმნოდა, ახლა კი ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ნორმალური მადლობაც კი არ უთქვამს მამუკა ხაზარაძეს ჩემთვის, ეს მაშინ, როცა პრობლემა მოვუგვარე ვანო ჩხარტიშვილთან. ხომ არ ფიქრობთ, რომ „ნორმალური მადლობის“ გადაუხდელობაც გახდა მამუკა ხაზარაძის ათვალისწუნების ერთ-ერთი მიზეზი?
- დიდი ფული განსხვავებულ თამაშის წესებს მოითხოვს. დიდი ფულის უკან ყოველთვის დგას როგორც დიდი წარმატებები, ასევე, დიდი პრობლემები. არა მარტო „თიბისი ბანკი“, არამედ პრაქტიკულად ყველა სხვა დანარჩენი ბანკიც უძლებს ხელისუფლების გამოცვლას, გარდა იმ გამონაკლისისა, როცა ხელისუფლება იძულებით აკოტრებს ხოლმე ბანკს. თქვენ გახსოვთ პატარკაციშვილის ბანკი, ხელოვნურად გაკოტრებული ბანკი; ის, რაც გაუკეთეს „ქართუ ბანკს“, ესეც პოლიტიკურად მოტივირებული გახლდათ. თუ პოლიტიკურად მოტივირებული არ არის ბანკის მფლობელი და ნებისმიერი ბიზნესის მფლობელი, მაშინ ის ყველა ხელისუფლებასთან გამონახავს საერთო ენას.
ეს „საერთო ენა“ ხელისუფლებისთვის გაწეული სამსახურია?
- წვრილმანებში მართლაც ეხმარებოდა „თიბისი ბანკი“ ხელისუფლებას. როდესაც გადადიოდნენ ციფრულ ტელევიზიაზე, „თიბისი“ ყიდულობდა „სეთ ბოქსებს“ მოსახლეობისთვის, ყოველ შემთხვევაში, ყველა ბიზნესი ცდილობს, მეტ-ნაკლებად მხარში დაუდგეს სახელმწიფოს, რათა თავად ბიზნესის ინტერესები იყოს დაცული. თუმცა მერწმუნეთ, „თიბისის“ შემთხვევაში ეს არ არის მთავარი. „თიბისი ბანკის“ წაქცევა და გაკოტრება არ უნდა არც მთავრობას და არც ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკს რომ სდომოდა „თიბისი ბანკის“ დახურვა, დღესვე შეიყვანდა იქ დროებით ადმინისტრაციას და ამით ყველაფერი დასრულდებოდა. ეროვნულ ბანკს და მთავრობას სჭირდება „თიბისი ბანკი“ იყოს ფეხზე დამდგარი, მათ უბრალოდ სჭირდებათ, რომ „თიბისის“ გამოეცალოს მფლობელი, ან მფლობელები. არ შეიძლება იმის ალბათობა გამოირიცხოს, რომ ვიღაც დაინტერესებულია „თიბისი ბანკის“ აქციების ხელში ჩაგდებით, ანუ იმით, რომ წაართვას „თიბისი ბანკი“ თავის მფლობელს.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ აქციების გაყიდვას არ აპირებს.
- როცა კაცი ამას ამბობს, ეს ნიშნავს, რომ მას უკვე ჰქონდა შეთავაზება, გაეყიდა აქციები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალზე სერიოზული მყიდველიც გამოჩნდა. მართლა არ ვიცი, ვინ არის ეს მყიდველი, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, ასეთი მყიდველი უკვე არის, შეიძლება, არა ერთი, არამედ რამდენიმე კაცი ან ჯგუფი იყოს, რომელთაც თავიანთი მიზნების რეალიზებაში ეხმარება ეროვნული ბანკი, რადგან ეროვნული ბანკის პოზიცია აშკარად მიმართულია არა კომერციული ბანკის წინააღმდეგ, არამედ „თიბისის“ რამდენიმე მფლობელის წინააღმდეგ. ის, რომ ეროვნული ბანკი შეეცადა, მმართველობის სადავეებიდან ჩამოეცილებინა „თიბისის“ მფლობელები, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ეროვნულ ბანკს სურს, წიხლი დააჭიროს „თიბისის“. როდესაც შენ, როგორც მფლობელი, სრულფასოვნად ვერ მართავ შენს ბიზნესს, გექმნება პრობლემები, როდესაც ბანკში იშლება, ირყევა დისციპლინა და ბანკის მფლობელი ვეღარ მართავს პროცესებს, შესაძლებელია, ბანკს გაუჩნდეს პრობლემები და მან დაარღვიოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები. ეს უკვე საკმარისია ეროვნული ბანკისთვის, რომ მან მიიღოს გარკვეული ზომები კომერციული ბანკის წინააღმდეგ და მფლობელს შესთავაზოს, აი, შენი ბანკი არღვევს ნორმატივებს, არღვევს წესებს, ან შენს ბანკს ექნება სერიოზული პრობლემები, ან შენ დატოვებ შენს წილს და გადიხარ ბანკის მფლობელობიდან. ეს არის ყველაზე ლოგიკური დასკვნა საჯაროდ გამოკვეთილი პროცესებიდან. რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს ბანკს, ეს თქვენ იცით, რომ ეროვნულ ბანკს დაწესებული აქვს გარკვეული ნორმატივები, რომლთა შესრულებაც აუცილებელია კომერციული ბანკების მიერ.
თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ამ დასკვნის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ ეროვნულ ბანკს უცებ გაახსენდა 11 წლის წინანდელი ამბავი, რომ ოდესღაც კომერციულმა ბანკმა - „თიბისიმ“ ფინანსური დანაშაული ჩაიდინა.
- დიახ, მაგრამ როგორც ქრისტე ამბობდა, ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა. ფაქტობრივად, ამას ყველა კომერციული ბანკი აკეთებს, ეტყობა, ეროვნული ბანკი აგროვებს ამ კომპრომატებს, რათა საჭირო პერიოდში ამოუტივტივოს და ეს კომპრომატები დადოს ბანკების წინააღმდეგ. რატომღაც ახლა ყველა საუბრობს მარტო „თიბისი ბანკზე“, არავინ საუბრობს ეროვნული ბანკისა და ფინანსური ზედამხედველობის სამმართველოს პასუხისმგებლობაზე. რატომ ამწნილებდნენ ამ ინფორმაციას 10 წლის განმავლობაში, რატომ გადასცეს ეს საქმე სწორედ ახლა პროკურატურას და არ გადასცეს უფრო ადრე? ეს ბნელით მოცული სიტუაციაა, აქ შეიძლება პირდაპირ გამოიკვეთოს ეროვნული ბანკის მხრიდან კანონის დარღვევის ნიშნები, ესეც გამოძიების საქმეა. რაც შეეხება ფულის გათეთრებას, ფულის გათეთრება საქართველოში, რამდენადაც საქმის კურსში ვარ, არავის არასდროს არავისთვის არ დაუმტკიცებია. მართალია, „თიბისის“ დოკუმენტებში ჩახედულნი არ ვართ, მაგრამ ზედაპირულად როგორც ახსნეს ამ ოპერაციის შინაარსი, ეს არის ელემენტარული ფინანსური დანაშაული. ანუ საკუთარი ბიზნესიდან ფული აიღო, არ დააბრუნა, მერე დააბრუნა, ეს კი არ არის ფულის გათეთრება. ასეთი პრინციპით ფული არ თეთრდება.
საუბრობდნენ იმაზეც, რომ ხელისუფლების მეორე ნაბიჯი იყო ხაზარაძის ციხეში ჩასმა. ფაქტია, მამუკა ხარაზაძემ დათმო ბანკი და მისმა უცხოელმა პარტინორებმაც ფული არჩიეს მის დაცვას. სწორი გადაწყვეტილება მიიღო მამუკა ხაზარაძემ?
- ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგია, ანუ მუქარა, გადადექი, თორემ პრობლემებს შეგიქმნი. როგორც აღვნიშნე, ეროვნული ბანკი აბსოლუტური ზედამხედველია, მას აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლია კომერციული ბანკის წინააღმდეგ.
დიდი ფულის მქონე „თიბისიმ“ შეაშინა ხელისუფლება?
- არა მარტო „თიბისიმ“, ხელისუფლებას „საქართველოს ბანკისაც“ ეშინია, მაგრამ „საქართველოს ბანკამდე“ ჯერ არ მისულან, მისი წაქცევა უფრო რთულია. დიდი ბიზნესის ხელისუფლებას ეშინია. სხვათა შორის, წინა ხელისუფლებასაც ეშინოდა დიდი ბიზნესის და დიდი ფულის. ყოველთვის ჰქონდათ ამის შიში.
ხოოდა.................. ქადაგიძე დაიჭირონ და დაააფრქვევინიონ ყველაფერი ....ათქმევინონ ასეთი დიდი პროცენტები საიდან და რატო დაააწესეს, ან ვისი კარნახით, რა მიზნით და ასე შემდეგ.....
... ეგ ყველაფერი საქართველოში შემთხვევით არ კეთდებოდა..აქ მარტო მოგება(ფული) არ იყო მთავარი.......
ძირითადად სწორად მაგ ორი ბანკის ნაყაჩაღარია და ნახელავია, საქართველოს მოსახლეობის ძარცვა---გაუბედურება--გაღატაკება
ხალხს რაც ქონდა ისიც კი წაართვეს და ათეულ ათასობით ადამიანი სარჩო-საბადებელის გარეშე და ულუკმაპუროდ დატოვეს .....
ყველას გვახსოვს სახლებიდან ხალხის მასიურად გამოყრის გატელევიზორებული კადრები .. ბევრმა ვერ გაუძლო, ბევრი ნერვიულობისაგან გარდაიცვალა. ხოოდა ხალხმა რომ აქ გასაქანი ვეღარ ნახა, ლუკმაპურის საშოვრად და თავის გადასარჩენად გარბიან აქედან ....აბა რა ექნათ? ირგვლივ ხელის გამმართი აქ ვერავინ ნახეს(ბევრი მათზე უარესს დღეშია) და წავიდოდნენ აბა რას იზამდნენ? კარები ღიააა და გაიქცნენ ...
გლობალიზაცია კია ირგვლივ(ანუ ვისი ვისსაშია) კარები ღიააა და გაიქცნენ
და ....გარბიან და გარბიან
აი სწორად ის მიზეზები მოძებნონ, ის მიზეზები.... რატომ ხდება ეს ყველაფერი ასე მიზნობრივად???...
ისე კი ეხლა ხაზარაძეს ხალხის გაღატაკების გამო სულაც არ დაეტაკებულან (ისე კია ყველაფრის ღირსი) --------ეს უფრო ბიძოა, ბიძო.... თორემ ჩვეეეეეენ.........ხალხიიიიიი???? .....ყველას კიტრზეც ვკიდივართ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
აი ხალხის ბოლომდე კიტრზე დაკიდება თქვენ მერე ნახეთ ,,პარტიული არჩევნების,, მერე ----- მოსადავებელიც რომ აღარავინ იქნება...
ეხლა მაჟორიტარს დედას მაინც აგინებ....მერე??
ადამიანი მხოლოდ სიფრიფანა საარჩევნო ბიულეტინის ქაღალდის ფასი იქნება....
აი მერე კი ვიძახოთ ადამიანის უფლებებიო და ესეთი რაღაცეები .............................და დემოკრატიულად გვეშველება კიდეც,
ანუ ღმერთი გვიშველის, .... ოღონდ იმ ქვეყნად.....