„საოჯახო სასტუმროები წყლის ტარიფის ზრდის ნაცვლად შეღავათებით უნდა იყოს სტიმულირებული“

„საოჯახო სასტუმროები წყლის ტარიფის ზრდის ნაცვლად შეღავათებით უნდა იყოს სტიმულირებული“

საოჯახო სასტუმროებს შესაძლოა წყლის ტარიფი გაეზარდოთ, რადგან 2019 წლის 26 აპრილიდან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, ცვლილებები „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ შედის. დადგენილი მოთხოვნა, საოჯახო სასტუმროს მფლობელებზე ვრცელდება და მათთვის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა არასაყოფაცხოვრებო ტარიფით მოხდება.

როგორც For.ge- სემეკში განუმარტეს, აღნიშნულ საკითხზე, ორი სახის მიდგომაა შემუშავებული. პირველი არის, რომ სასმელი წყლის მოხმარება მთელს ობიექტზე აღირიცხოს ერთობლივად, რა შემთხვევაშიც, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 20 მ3-ს.

მეორე შემთხვევაში, კი საყოფაცხოვრებო მოხმარების ნაწილში მრიცხველი საყოფაცხოვრებო მოხმარების ტარიფის მიზნით დამონტაჟებას, ხოლო მეორე ნაწილში არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

აღნიშნული არცერთი გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და ეს მხოლოდ სამსჯელო პროექტია, თუმცა, როგორც სემეკში განაცხადეს, პროექტის განხილვაზე, მიმდინარე წლის აპრილში, ყველა დაინტერესებული მხარე იქნება მოწვეული (მათ შორის მედია) და საბოლოო გადაწყვეტილებამდე ყველას არგუმენტს მოისმენენ.

აღნიშნულ საკითხზე ძლიერი არგუმენტები აქვს, ეკონომიკის პროფესორს, რატი აბულაძეს, რომელიც For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) შემოსავლების კანონიერად მოზიდვის ახალ არხს ხედავს.

„მიღებული დადგენილება ერთის მხრივ ითვალისწინებს საყოფაცხოვრებო მიზნებს და საოჯახო სასტუმროს მფლობელთა მიერ წყლის სავარაუდო მოცულობის მოხმარებას, ხოლო მეორეს მხრივ აჩვენებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შემოსავლების კანონიერად მოზიდვის ახალ არხს.

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მცირე ე.წ. საოჯახო სასტუმროს მფლობელებისათვის წყლის ტარიფის ზრდა მტკივნეულად აისახება მათ მწირ ბიუჯეტზე და ხელს არ შეუწყობს ასეთი „თვითდასაქმებული“ პირების საქმიანობის გაფართოებას. მხედველობაში მისაღებია ის ფაქტორიც, რომ სასტუმროების ბაზარზე, მოქმედი წამყვანი საერთაშორისო ბრენდების ფონზე, მცირე საოჯახო სასტუმროების საქმიანობა, მოსაკრებლის დაწესების ნაცვლად, შეღავათებით უნდა იყოს სტიმულირებული.

ქვეყანაში, მოგზაურთათვის მიმზიდველი გარემოს შექმნის ფონზე, გადასახადების ზრდის ნაცვლად, უმჯობესი იქნება აღნიშნული საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ბაზრის არსებული სეგმენტი საჭიროებს უფრო მეტ საპრომოციო/საინფორმაციო აქტივობებს და სტიმულირების კომპონენტებს, ვიდრე წყლის ტარიფების ზრდას.

ჯამში აღვნიშნავ, რომ არსებული რეალობის ფონზე, საოჯახო სასტუმროები საჭიროებს განვითარების პროგრამებს, კონკურენტუნარიანობის ზრდის ღონისძიებებს, ბიზნეს შეღავათებსა და ფინანსურ წახალისებას. ამასთან, მიღებულ დადგენილებაზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს ტურიზმის განვითარების ხელშემწყობმა სახელმწიფო უწყებებმა და მომხმარებელთა ინტერესების დამცველებმა“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რატი აბულაძემ.

tngh სასტუმრო სასტუმროა!!! არავითარი საოჯახო და საზოგადო... წყლის ხარჯი ყველამ უნდა გადაიხადოს!!!
5 წლის უკან