პაატა ზაქარეიშვილი:

პაატა ზაქარეიშვილი: "წყალტუბოელ ამომრჩევლებზე მასობრივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ"

წყალტუბოში ამომრჩევლებზე მასობრივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. ამის შესახებ For.ge-სთან საუბარში “ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციას სურს, ილუზია შექმნას, თითქოს „ქართული ოცნება“ ფულს არიგებს. იმის გამო, რომ ამის პრეცენდენტი არ არსებობს და ვერავინ გამოიჭირეს დარღვევაში, ასეთ სიყალბეზე წავიდნენ. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საინტერესოა, რომ ამას ახორციელებს არა ნაციონალური მოძრაობა, რაც ასევე დაუშვებელი, მაგრამ „გამართლებული“ იქნებოდა, არამედ სახელმწიფო სამსახური-  პოლიციის სახით.

„არჩევნების წინა ღამეს, 10 საათზე დაიწყო მასობრივი რეკვები. სამარცხვინო სიტუაცია იყო, რადგან ნახევარ საათში განხორციელდა 25-ზე მეტი ზარი. ითხოვდნენ, რომ სამშაბათს, ანუ არჩევნების მეორე დღეს, გამოცხადებულიყვნენ პოლიციაში, რათა ჩვენება მიეცათ მათ მიერ „ქართული ოცნებიდან“ 250 ლარის გადახდასთან დაკავშირებით. არადა, არცერთ მათგანს 250 ლარი კი არა, ერთი თეთრიც არ აუღია „ქართული ოცნებიდან“. ამის გარანტია გახლავართ მე, როგორც მაჟორიტარი კანდიდატი, და ჩვენი შტაბი“,- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, მას ერთი წამით არ დაუტოვებია „ქართული ოცნების“ შტაბი და არანაირ ფულად სახსრებს აქ არავინ განკარგავს. შესაბამისად, პოლიცია თითიდან გამოწოვილ ინფორმაციას იგონებს, თხზავს და აშანტაჟებს მის მომხრეებს, რათა მათ შეეშინდეთ და არჩევნების მეორე დღეს პოლიციაში გამოცხადდნენ.

„ღმერთმა უწყის, რა დაკითხვებს მოუწყობენ მათ. ეს არის წმინდა წყლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობა და პოლიტიკური აქცია პოლიციის მხრიდან. ეტყობა, ჩასაფრებულები იყვნენ საცოდავები და ელოდნენ ვიღაცას, იქნებ ფული მიეცათ. ამიტომაც არჩევნების წინა ღამეს გადავიდნენ ავანტიურაზე“.

პოლიციის ასეთი უსუსური ქმედება ზაქარეიშვილს აფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“  წარმატებულია და გამარჯვება გარდაუვალია.

„ეს ადასტურებს, რომ ჩვენ ძლიერები ვართ და წარმატებაზეა ორიენტირებული ჩვენი მოსახლეობა. ნაციონალურ მოძრაობას რომ დაებარებინა ეს ხალხი არავინ მივიდოდა მათთან, ამიტომაც პოლიცია გამოიყვანეს წინა პლანზე, რომელიც სერიოზული სტრუქტურაა და ნაცმოძრაობის სამსახურშია“,- მიიჩნევს მაჟორიტარობის კანდიდატი.

მისივე ინფორმაციით, სალიის, ფარცხანაყანების, მუხიანის პოლიციის უფროსმა თემური მჟავიამ (577528685) დაურეკა #8 უბნის კოორდინატორებს მამუკა ფხაკაძეს, შალვა გოდუაძეს და თემურ იამანიძეს, რომ თითქოს მათ "ქართული ოცნებიდან" 250 ლარი აიღეს და ხვალ, 10:00 საათზე პოლიციაში დაიბარეს.

ასევე, ოფურჩხეთის პოლიციის უფროსმა დაფარული ნომრიდან #17 უბნის კოორდინატორს გიორგი კახიძეს დაურეკა და ხვალ, 12:00 საათზე ოფურჩხეთის პოლიციაში დაიბარა.
 
წყალტუბოს პოლიციის გამომძიებელმა მალხაზ ბასილაძემ (577528662) დაურეკა #1 უბნის კოორდინატორს ნანა ქუთათელძეს და უთხრა, რომ მას აღებული ჰქონდა 250 ლარი და ამის გამო, სამშაბათს წყალტუბოს პოლიციაში დაიბარა.
 
ხვალ, 12:00 საათზე პოლიციაში დაიბარეს #4 უბნის კოორდინატორი ნინო ნემსიწვერიძეც.

#21 უბნის კოორდინატორს გელა ნიჟარაძეს დაურეკეს პოლიციიდან (577528185) და ხვალ, 12:00 საათზე დაიბარეს.
 
#36 უბანზე  კოორდინატორს მერაბ კოსტავას დაურეკეს ოფურჩხეთის პოლიციიდან (599251540)  და დაიბარეს ოფურჩხეთის პოლიციაში.
 
#22 უბნის კოორდინატორს კონსტანტინე ტყეშელაშვილს დაურეკეს პოლიციიდან  და ხვალ პოლიციაში დაიბარეს.
 
#44 უბანზე კოორდინატორს მირზა ნუცუბიძეს დაურეკეს პოლიციიდან (577528185)  და ხვალ პოლიციაში დაიბარეს.
 
#31 ვანო სიმსივეს დაურეკეს ოფურჩხეთის პოლიციიდან (599251540) და დაიბარეს პოლიციაში (გვარი არ უთხრეს).
 
#42 უბნის კოორდინატორს ლადო ბაზაძეს ვინმე მჟავიამ დაურეკა პოლიციიდან (577528185) და ხვალ პოლიციაში დაიბარეს.
 
#43 უბანი კოორდინატორს ციბაძეს ლაშას დაურეკეს ნომრიდან (577528185) და ხვალ პოლიციაში დაიბარეს.
 
#12 უბნის კოორდინატორს კახა ფანცხავას დაურეკეს ნომრიდან (577528662) და ხვალ პოლიციაში დაიბარეს.
 
#32 უბანზე კომისიის წევრს თეა გველებიანს დაურეკეს ნომრიდან (577936275) და ხვალ პოლიციაში დაიბარეს.
 
ამასთან, პაატა ზაქარეიშვილი უბნებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა, ჩვეულებრივ დარღვევებზეც საუბრობს.კერძოდ, ნაციონალები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისგან, განსაკუთრებით, კომისიის წევრებისგან ითხოვდნენ, რომ მათთვის მისაღები ოქმისთვის ხელი მოეწერათ და ამაში 2 ათას ლარამდე გადაუხდიდნენ. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ კომისიის აბსოლუტურ უმრავლესობა ამ დარღვევის კატეგორიული წინააღმდეგია.