სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრომ აჭარაში დასასვენებლად ჩასული და იქ დარჩენილი სომხეთის მოქალაქეებისთვის დამატებითი სატრანსპორტო საშუალებები დანიშნა.
სულ ამ დროისთვის აჭარაში 1500 ადამიანი იმყოფება.
ცნობილია, რომ მათ მატარებლების ბილეთები აიღეს, მაგრამ ერევანი-ბათუმი-ერევანის მარშრუტი კასპთან ხიდის აფეთქების გამო არ სრულდება.
სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საკუთარი მოქალაქეების ოჯახებში დასაბრუნებლად ავტობუსებისა და მინიავტობუსების გამოყოფა გადაწყვიტა.