„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მას ან მის რომელიმე თანამებრძოლს რაიმე ბრალდება წაუყენოს.
ამგვარი ვარაუდი მან დღეს თბილისი-მოსკოვის ტელეხიდისას განაცხადა, რომლიც „რია ნოვოსტის" თბილისის ოფისში გაიმართა.
ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება აქციების წინა დღეებში ასობით ადამიანი სრულიად უმიზეზოდ და არგუმენტების გარეშე დააპატიმრა.
„მათ შეუძლიათ, მე ან აქციების სხვა მონაწილეს ნებისმიერი ბრალდებები წამოგვიყენოს, რაც კი ადამიანს შეუძლია აზრად მოუვიდეს, მაგრამ ხელისუფლებას რეალუარდ ამისთვის არანაირი სამართლებირივი საფუძველი არ აქვს. ამის მიუხედავად, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, ამასაც გავუძლებთ. თუ პროცესის წინსვლისთვის საჭირო იქნება, ცოტა ხანს ციხეში ყოფნაც შეიძლება", - განაცხადა ბურჯანაძემ.