„დასაქმების აღრიცხვის მეთოდოლოგიის შეცვლა უმუშევრობის მაჩვენებელს 25%-მდე გაზრდის“

„დასაქმების აღრიცხვის მეთოდოლოგიის შეცვლა უმუშევრობის მაჩვენებელს 25%-მდე გაზრდის“

შრომის ბაზრის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით სოფელში მცხოვრები გლეხები დასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან. საქსტატი აღნიშნულ ცვლილებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარე წელს დაიწყებს.

რას შეცვლის საქსტატის ეს გადაწყვეტილება უმუშვრობის მიმართულებით? - აღნიშულ საკითხზე for.ge ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა.

საქსტატის მონაცემებით ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირებულია, მაგრამ რელურად ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. წინა ინტერვიუში, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნეთ, რომ საქსტატის მონაცემები არ ასახავს რეალურ სურათს, თუ რა ხდება ქვეყანაში სინამდვილეში. საქსტატის ახალი მეთოლოგიით სოფელში მცხოვრები გლეხები დასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან, რაც ალბათ უფრო რეალურ სურათს მოვცემს უმუშევრობის თვალსაზრისით

- მივიდნენ იმ დასკვნამდე რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ერთი რეალობა გვქონდა ციფრებში და მეორე რეალობა გვქონდა ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა სინამდილეში. მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საქსტატისა და რეალური მაჩვენებლი ერთმანეთს დაუახლოვდეს. ეს ცალსახად გამოიწვევს უმუშევრობის დონის ზრდას ციფრებში, რაც უფრო ნათელი სურათის დანახვის საშუალებას მოგვცემს.

დასაქმების აღრიცხვის მეთოდოლოგიის შეცვლა უმუშევრობის მაჩვენებელს დაახლოებით რამდენი პროცენტით გაზრდის?

- დაახლოებით 25%-მდე გაზრდის.

რა ნაბიჯები უნდა მოჰყვეს დასაქმების აღრიცხვის მეთოლოგიის შეცვლას, რომ ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა მოგვარდეს?

- აუცილებელია, რომ ამას მოჰყვეს კომპლექსური ნაბიჯები დასაქმების მიმართულებით.

როგორ?

- ჩვენ ეკონომიკის დაშენება გვინდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და არა საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად ტურიზმი. ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, მაგრამ მხოლოდ ტურიზმით ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. რაც შეეხება ინფრასტრუქტრულ პროექტებს, ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან კარგია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამას არ შეუძლია ეკონომიკის სტიმულირება. გრძელვადიან პერსპექტივაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აქცენტის გაკეთება არ არის სწორი მიდგომა, რადგან ეს არის მოკლევადიანი დასაქმების წყარო ადამიანებისთვის. მას სხვადასხვა ქვეყნები ძალიან ხშირად იყენებდნენ ხოლმე და იყენებენ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის, იმდენად რამდენადაც დროის მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში ქმნის სამუშაო ადგილებს. ამას ეკონომიკისთვის აქვს შოკური ეფექტი.

თუ გავიხსენებთ დიდ დეპრესიას ამერიკაში, სწორედ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მოახერხეს თავის დახსნა კრიზისიდან. ასეთ შოკურ სიტუაციაში მსგავს მიდგომას აქვს ეფექტი და შეუძლია მას ქვეყანა გამოიყვანოს მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ გრძელვადიან პერსპეტქივაში მისი გაკეთება მცდარია. ინფრასტრქტურული პროექტები ქვეყანაში არ ქმნის დამატებით ღირებულებას. თუ ქვეყანაში დამატებითი ღურებულება არ იქმნება ე.ი. ქვეყანაში სიკეთე არ იწარმოება. თუ ქვეყანაში სიკეთე არ იწარმოება და დამატებითი ღირებულება არ იქმნება, იგივე ექსპორტის მიმართულებით, რა უნდა გავიდეს ქვეყნიდან, ინფრასტრუქტურას ხომ ვერ გაუშვებ ექსპორტზე?!

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის დროებითი საშუალო ვადიან პერსპეტივაზე გათვლილი სამუშაო, რაც სტაბილურობის შეგრძნებას ნაკლებად უქმნის დასაქმებულ ადამიანს. აქედან გამომდნარე აქცენტები ამ მიმართულებით არასწორადაა დასმული.

თქვენ, როგორ ფიქრობთ, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი?

- თუ ეკონომიკის განვითარება გვინდა, მაშინ გვჭირდება რეალური სექტორის განვითარება ეკონომიკაში, ანუ ჩვენ გვჭირდება ისეთი ეკონომიკის განვითარება, რომელიც ქვეყანაში შექმნის დამატებით ღირებულებას. ამას თავის მხრივ სჭირდება გარკვეული მიმართულებები, სჭირდება სპეციფიური საინვესტიციო მიდგომები და არა ზოგადად ბუნდოვანი საინვესტიციო მიდგომები, როგორიც ჩვენ გვაქვს. ამას სჭირდება განათლების სისტემის მიბმა თუნდაც საინვესტიციო მიმართულებაზე.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში გვაქვს პრობლემა კვალიფიიური მუშახელის და ასევე ქაოტურად მიმდინარეობს რაღაცა სახელმწიფო პროფესიული პროგრამების გადამზადება, აქაც სხვა კომპლექსური მიდგომაა საჭირო. საჭიროა ეს ყველაფერი მიებას გარკვეულწილად იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც ქვეყანაში არსებობს. როდესაც ქვეყანაში შემოდის ინვესტორი და ქვეყანაში არარსებული მუშახელის გამო უწევს თავისი ქვეყნიდან ან სხვა ქვეყნიდან შემოიყვანოს კონკრეტული სპეციალისტი, სახემწიფომ მსგავსი პრობლემების იდენტიფიკაცია უნდა მოახდინოს, ანუ უნდა გადაამზადოს და გარკვეულწილად შუამავლის როლი უნდა იკისროს იმ დეფიციტურ დარგებს შორის და ინვესტორს შორის, რომელიც დღეს გვაქვს.

ინვესტორი რომ შემოდის ქვეყანაში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისთვის საჭირო კადრების გადამზადება, რაც მეორე მხრივ ხელს შეუწყობს ადამიანის დასაქმებასაც. ადამიანი ბუნდოვნად კი არ უნდა მივიდეს და რაღაცაზე გადაემზადოს, არამედ მან უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს რაიმე კონკრეტული მიმართულებით სჭირდება რაღაცა x რაოდენობა ადამიანების და უნდა იცოდეს, რომ თუ ის ამ მიმართულებით გადამზადებას გაივლის, დიდი ალბათობით სახელმწიფო ხელს შეუწყობს და დაასაქმებს. დაახლოებით ასეთი სქემა უნდა იყოს, რომ როგორმე მოგვარდეს უმუშევრობის პრობლემა ქვეყანაში.

თამაზი ბატონო პაატა, შეგახსენებთ, რომ დასაქმებულდ არ ითვლება სოფლის მეურნებაში დასაქმებული ის პირები, რომლებიც პროდუქციას აწარმოებენ საკუთარი მოხმარებისათვის. ესეთები კი ძალიან ცოტანი არიან და მათთვის სოფლის მეურნეობაში დასაქმება ძირითადად მეორადი დასაქმება იქნება.
5 წლის უკან
ანდრია ამ ახალგაზრდა ბიზნესმენმა და ფინანსისტმა არ იცის, რომ ღირებულება "დამატებულია" და არა "დამატებითი"?
5 წლის უკან