"ვინც მხარს "ნაციონალებს" დაუჭერს, მას ხელი იმ ცოცხსა და ხელკეტზე უკიდია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს აწამებენ!"

"ბოლო რამდენიმე დღეა სოდ-ი, კუდ-ი, სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა და მათი მიმდევრები ღამეებს ათენებენ, რათა ეს სერიალები დაამონტაჟონ, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უსუსური და ხელმოცარული მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება შეცდომაში კიდევ ერთხელ შეიყვანონ. ყველა გადაცემა, რაც "ნაციონალების" მიერ კონტროლირებად არხებზე გადის, სხვა არაფერია, თუ არა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზით ჩაწერილი უკანონო ფაბრიკაცია, რაც ვერასდროს ვერ იქნება კომპრომატი ჩვენს წინააღმდეგ და არჩევნების ბედზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა სისასტიკით იღებენ აღიარებით ჩვენებას "ნაციონალური მოძრაობის" ხელდასხმული ჯალათები", - აცხადებს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვის მოუწოდებს შეიარაღებული ჯგუფების დაშლისკენ და როგორ აფასებს ზუგდიდში საკუთარ შანსებს ირაკლი ალასანია / "ვინც მხარს "ნაციონალებს" დაუჭერს, მას ხელი იმ ცოცხსა და ხელკეტზე უკიდია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს აწამებენ!"

"მინდა ყველას ვუთხრა, ვინც ამ დღეებში რეჟიმის მსხვერპლი გახდა - ზუსტად 2 დღეში, არჩევნების შემდეგ, უკანონო რეპრესიების შედეგად დაკავებული ყველა ადამიანი გათავისუფლდება! მაქვს შეხვედრები საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ევროკავშირის ელჩთთან, ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან, ენდიაის ხელმძღვანელთან და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ არჩევნებზე ერთი ადამიანის ხმაც კი არ იქნება გაყალბებული. მივმართავ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, ყველას - რაც მოხდა და გამოვლინდა, ეს მორალური ზღვარია, რომელიც თავისთავად გაივლო ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ამიტომ, ვინც არჩევნებზე არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მაინც "ნაციონალებსა" და მასთან ალიანსში მყოფ სატელიტურ პარტიებს დაუჭერს მხარს, ხელი იმ ცოცხსა და ხელკეტზე უკიდია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს აწამებენ! დროა, ხელი გაუშვან ამ ცოცხსა და ხელკეტს, საღ აზრს მოუხმონ, კიდევ ერთხელ შეაფასონ ვითარება და ის, თუ რა სადისტურ სისტემასთან გვაქვს საქმე და ჩვენთან ერთად დაანგრიონ ეს სისტემა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.

"რახ შეეხება სამეგრელოში შეიარაღებულ ფორმირებებს, ჩვენმა პრევენციულმა განცხადებამ შედეგი მაინც გამოიღო. დრეს ამ ადამიანების უმეტესობა ამბობს, ომ ისინი ქართულ საზოგადოებაზე ხელს აღარასდროს აღმართავენ და პოლიტიკურ შიდა ინტრიგებში არ ჩაემბებიან - ასე რომ, სააკაშვილ-ახალაიას ეს გეგმაც ჩამოიშალა. სიმართლე გითხრათ, ახლა დარჩენილია პატარა ჯგუფები, რომელთა შეიარაღება ისევ გრძელდება. მე მათ პირდაპირ მივმართავ და მივმართავ კონკრეტულად კრიმინალ უდესიანს, სასწრაფოდ დაშალოს ეს ჯგუფები, თორემ სასამართლოს ძალით მთელი სიმკაცრით დაისჯება! ყველაფრის მიუხედავად, მაინც არსებობს რაღაც საფრთხე, მით უმეტეს არჩევნები ახლოვდება. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, ვმართოთ ემოციები და მთავარი იარაღი - საარჩევნო ბიუკეტენი სწორად გამოვიყენოთ პირველ ოქტომბერს", - დასძენს ირაკლი ალასანია და შეკითხვას - "რატომ უნდა გამოიყენოს ეს "იარაღი" ზუგდიდმა მაინდამაინც თქვენი და არა თქვენი ოპონენტების სასარგებლოდ?" - პასუხობს:

"იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ვაფასებთ ზუგდიდი ისტორიულ როლს საქართველის განვითარებაში. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნის გამთლიანების გზა სწორედ ზუგდიდზე გადის და ზუგდიდში ისეთ პირობებს შევქმნით, გლეხს წელში ისე გავმართავთ და რეგიონსაც ისე გავაძლიერებთ, აფხაზებისთვის მაგალითი გახდება და ჩვენთან ურთიერთობის აღდგენის გზის ძიებას თავადაც დაიწყებენ. ხალხი ბრძენია საიმისოდ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მე კი ჩემი ზუგდიდელების იმედი მაქვს და ვიცი, მხარს დაგვიჭერენ ამ ამორალური, რეპრესიული რეჟიმის დასტუმრებასა და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში".