ქალი, რომელმაც მესტიის პოლიციას ცოცხი

ქალი, რომელმაც მესტიის პოლიციას ცოცხი "მიართვა“, მოწმედ დაიბარეს!

"უკვე ქალებსაც იბარებენ მესტიის პოლიციაში. ქალებს მოსდით უწყებები _ მოწმეებად იბარებენ პოლიციის მანქანის გადაადგილებისთვის ხელის შეშლისთვის.

იმის გამო, რომ კახა სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს და ზუგდიდიში გადაჰყავდათ. არადა 80 სამხედროს უკანონო ქმედებაზე კითხვაც კი არ დაუსვამს არავის, არადა საქართველოს კანონდმებლობის და ნატოს სტანდარტების სრული იგნორირება მოხდა.რისი მიღწევა უნდათ ამით? მთელი სვანეთი ააფორიაქეს და გააბრაზეს..." _ ამ შინაარსის განცხადება საკუთარ "ფეისბუქზე", რამდენიმე წუთის წინ, ნინა ხატისკაცმა გაავრცელა.

ინფორმაციის დეტალურად გასარკვევად, "გურია ნიუსი" კახა ჟორჟოლიანის ("ქართული ოცნების" წარმომადგენელი მესტიის #47 საოლქო საარჩევნო უბანში, რომელიც 23 სექტემბერს დააკავეს და 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს) დას, თეა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა:

_ ერთ-ერთ მათგანს, ლალი რატიანს უკვე მიუვიდა უწყება, სადაც წერია, რომ მას მოწმის სახით იბარებენ მესტიის პოლიციაში. ეს ის ქალბატონია, რომელმაც იმ დღეს ცოცხი მიუტანა პოლიციას. პირველად მაგან მიუტანა ცოცხი, რომელიც გადმოაგდეს იქედან, ეგ კადრებშიც ჩანს და მეორედ ვინც მიუტანა, ის გოგო მორჩილია...

ის ადამიანებიც კი, ვინც აქამდე ნეიტრალურები იყვნენ, იმდენად შეაშფოთა კახას დაკავებამ, რომ იძახიან, მაგათ ისეთი რაღაც გააკეთეს, რომ არ მივცემთ ხმასო. პოლიცია ყოველი ფეხის ნაბიჯზე დგას, ასე არ იყო მანამდე. ჩვენთან, არც ჩემთან და არც დედაჩემთან, ჯერჯერობით, არავინ მოსულა, " _ განუცხადა "გურია ნიუსს" თეა ჟორჟოლიანმა.