რას გეგმავენ სააკაშვილი და ახალაია გაზაფხულზე - რევოლუციური გეგმის დეტალები

რას გეგმავენ სააკაშვილი და ახალაია გაზაფხულზე - რევოლუციური გეგმის დეტალები

სააკაშვილი რევოლუციისთვის ემზადება. ადრე თუ ის შორიდან ადევნებდა მოვლენებს თვალს და ძირითადად სოციალური ქსელებით ცდილობდა აქ პოლიტიკური ამინდის შეცვლას, ახლა უკვე პროცესების მართვაში თავად ჩაერთო.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ საკუთარი პარტიის იმედზე ვერ იქნება. როგორც არ მოითხოვა სალომე ზურაბიშვილის დაგმობა და გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად გამოცხადება, ამ სცენარს ხელი არც „რუსთავი2"-მა მოაწერა და არც „ნაციონალურმა მოძრაობამ".

ვენესუელას პოლიტიკური კრიზისი შემდეგ უფრო გასაგები გახდა რა მოლოდინები ჰქონდა თავად მიხეილ სააკაშვილს. მადურო სალომე ზურაბიშვილის როლში უნდა აღმოჩენილიყო, გუადო კი გრიგოლ ვაშაძე გახდებოდა.

თუმცა, რუსთავი2-ის ეგზიტპოლებმა მაშინ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება არ დააფიქსირა. კვლევა კომპანია "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა. შედეგები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი - 58% გრიგოლ ვაშაძე - 42%

ისტორიკოსი და ექსპერტი დავით გამცემლიძე დარწმუნებულია, რომ ვენესუელას სცენარი მიშას „რუსთავი2"-მა ჩაუშალა მაშინ, როცა ეგზიტპოლები არ გააყალბა და რაც ამერიკულმა კომპანიამ დადო ის გამოაქვეყნა."

გრიგოლ ვაშაძეს, შესაძლოა, ძალიან სურდა გუადოს როლში ყოფნა, თუმცა, არც ეგზიტპოლებმა, არც უცხოელმა დამკვირვებლებმა და არც ხალხის განწყობამ მას ამის საშუალება არ მისცა. ვაშაძე ძალიან სუსტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხალხის განწყობებში გარდატეხა შეეტანა. ის უბრალოდ არ არის რადიკალი და არც იმის რესურსი აქვს გახდეს რევოლუციონერი.

ამიტომაც, ახლა სააკაშვილმა გადაწყვიტა თავად შექმნას და ააწყოს „რევოლუციური ბომბი". ის გაზაფხულზე უნდა აფეთქდეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც ბრძანა, რომ მას 10 მილიარდის მობილიზება შეუძლია.

ექსპერტ გია აბაშიძის ინფორმაციით, „სააკაშვილი საბერძნეთიდან თურქეთში, თურქეთიდან კი უკვე საქართველოში გადმოსვლას გეგმავს. მას სურს ისეთივე სცენარი გაითამაშოს, როგორც თავის დროზე უკრაინაში - ხომ გახსოვთ, მან მაშინ პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა, თან ახლდა რამდენიმე პოლიტიკოსიც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ გეგმის ორგანიზებაში მას დათა ახალაია ეხმარება საბერძნეთიდან. ამ პროცესში ჩართულია ასევე გიორგი სიგუაც Gem fest-ის დამფუძნებელი, რომელსაც დღემდე ბიუჯეტის მიმართ სოლიდური დავალიანება აქვს."

არ არის გამორიცხული, სააკაშვილს თან რამდენიმე დეპუტატიც ახლდეს ევროსაბჭოდან. როგორც თავად თქვა, გადაადგილებისთვის მას 72 საათი სჭირდება:

"აქ არის ძალიან მარტივი ტესტი. 72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს!" - განაცხადა სააკაშვილმა „რუსთავი2"-ის ეთერში.

ასე რომ, როგორც ექსპრეზიდენტმა ბრძანა, ის დაბრუნდება და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. შეიცვლება ხელისუფლება... და აქ სცენარი წყდება. სააკაშვილი არ ამბობს რა ხდება მერე, რა ინტერესები აქვს მას საქართველოში.

სხვათა შორის, სანამ იტყოდა რომ შეუძლია 10 მილიარდის მობილიზება, ის ირწმუნებოდა, რომ ლაზიკის დირექტორობა სურს, ახლა, როგორც ჩანს, მისი გეგმები შეიცვალა. თუმცა, რა მიმართულებით, უცნობია.