„მეფე შიშველია“

„მეფე შიშველია“

როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყოდა, „კომპრომატების ომი“ დაიწყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ სავარაუდოდ, ერთკვირიანი სერიალი აქვს მომზადებული. ჯერჯერობით, როგორც მისი ოპონენტები ამბობენ, მოსყიდვა-შეთქმულების სერიები საპნის ბუშტებივით სკდება, რა იქნება შემდეგ დღეებში, წინასწარმეტყველება შეუძლებელია, თუმცა საზოგადოება იმდენად აღშფოთებულია ამ ფილმებს სერიალის ხიბლიც კი დაეკარგა, როცა გაინტერესებს, კიდევ რა სიურპრიზს შემოგთავაზებს მთავარი გმირი. სცენარისტები მოიკოჭლებენ თუ რეჟისურაშია პრობლემა, ესეც ნაკლებად საინტერესოა, რადგან მმართველი პარტიის ოპონენტებიცა და საზოგადოების უდიდესი ნაწილიც ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ელოდება. ბოლოს და ბოლოს, ომსა და ციხეში ხალხის წამებაზე უარესი რა უნდა იყოს, ეს ყველაფერი კი უკვე ნანახი გვაქვს. ამ ყველაფერზე, ანუ საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებზე გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

ხელისუფლება უკვე გადავიდა გადამწყვეტ შეტევაზე და ალბათ ყოველდღე ახალფილმსშემოგვთავაზებს, რამდენად დამაჯერებელი იყო თქვენთვის ან საზოგადოებისთვის, რომქართული ოცნებაპოლიციელების მოსყიდვაზე მუშაობდა?

- არა თუ დამაჯერებელი არ არის, ამ კადრებით ხელისუფლებამ საერთოდ გაიმასხარავა თავი, უსუსური და არაფრისმთქმელია. აქ იყო ფალსიფიკაცია, დადგმის ძალზე უსუსური მცდელობა. ღრმა წარსულში ჩარჩა სააკაშვილი, მას ჰგონია, ქართველი ხალხი იმდენად სულელია, ასეთი უხარისხოდ შესრულებული საკვებით შეიძლება გამოკვებოს. სამივე თემა იყო სხვადასხვა. მართალია ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ მაინც დავინტერესდი. პირველი, სადაც ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი საუბრობს, არ ვიცი ეს ფალსიფიცირებული იყო თუ არა, მაგრამ იყო დანაშაულის პროვოცირების პირდაპირი მცდელობა. შეთავაზება იყო პოლიციელის (თუ  ვინც იყო, ამის ჩამწერი) მხრიდან და ერთადერთი, რაც ამ ადამიანმა თქვა, კი ბატონო, მე ამას გადავცემ ვიღაცასო. რაც შეეხება მეორეს და მესამეს, ეს არის მთლიანად დადგმული. მაინც ვკითხე „ქართული ოცნების“ წევრებს ვინ იყვნენ-მეთქი ეს პერსონაჟები და ისინი არც ერთს არ იცნობენ. მეორე ვიდეო, რომ გაუშვეს, ის ვითომ „ქართული ოცნებიდან“ რომ იყო, პირდაპირ კამერაში იყურებოდა.

 ხელისუფლება, როდესაც ასეთ მარაზმშია გახვეული, რაღა უნდა ვილაპარაკო. თეთრი ძაფით ნაკერი უსუსური მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან, ვითომ პროპაგანდისტული „მაკომპრომეტირებელი“ მასალის გამოქვეყნების.

როგორც სამართალდამცველები გვპირდებოდნენ, საფრანგეთიდან უკვე მიიღეს ინფორმაცია და ახლა უკვე გოგა ხაინდრავას შესახებ გვაჩვენეს მორიგი ვიდეო, რომელიც სავარაუდოდქართული ოცნებისდისკრედიტაციას ემსახურება...

- იმ კადრებში არანაირი დანაშაული არ არის. მითუმეტეს სასაცილოა, როდესაც საფრანგეთზეა საუბარი, რადგან გოგა ხაინდრავა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით არის დაჯილდოვებული.

როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას ამ ფაბრიკაციისთვის უკვე საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოუწევს პასუხისგება, მხედრიონები და მარაზმები, რომ მიაწერეს ამ ყველაფერს. ხაინდრავას „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ ჰქონია. ის ფილმს იღებდა და ერთი წელი სტუდიიდან არ გამოსულა.

მთავრობა საუბრობს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ქურდებთან კავშირის შესახებ და აცხადებს, რომ თურმე ერთობლივად ამზადებდნენ დესტაბილიზაციას...  

- საქართველოში დღეს მხოლოდ პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს, ეს საზოგადოებრივი პროცესია. მთელი ერია გაბრაზებული და სულის კანკალით ელოდება ამ ხელისუფლების გაშვებას.

ხელისუფლებამ შეიძლება ილაპარაკოს ქურდებზე, კიტოვანზე, თარგამაძეზე და ა.შ. ამ ადამიანებს ამ პროცესებთან არანაირი კავშირი არ აქვთ და რაც უნდა ეცადნონ, ვერ მიაწებებენ ამ პროცესებთან. ხელისუფლებას ქართველმა ერმა უკვე გამოუტანა ვერდიქტი და ეს გაფორმდება პირველ ოქტომბერს.

ქართული ოცნებისწევრები დიდი ხანია წინასწარ ლაპარაკობენ იმ კომპრომატებზე, რომელსაც ხელისუფლება მათ უმზადებს. იგივე ჟურნალისტურ გამოძიებებშიც უკვე გამოჩნდა ისეთი ინფორმაციები, რასაც მხოლოდნაციონალური მოძრაობისწიაღიდან შეიძლებოდა გამოეჟონა...

- გეტყვით პირდაპირ, ხელისუფლება იშლება. დაშლის პროცესში რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ინფორმაცია წამოვა, ეს თავისთავად ცხადია.

ახლა რომ გამოდიან და გვეუბნებიან - გოკა გაბაშვილის საუბარი იყო საოცარი - ვიღაც ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობსო. მე გია ხუხაშვილს, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მიმაჩნია, თუ ვინმე ყიდის ინფორმაციას, ხელისუფლების ძალადობის შესახებ, ასეთი კადრები ვიყიდო და საჯაროდ გადავცე ჟურნალისტებს, შესაბამისი ხელშეკრულებით და საშემოსავლოსაც გადაიხდის ის ადამიანი, ვისგანაც ვიყიდი. რა არის ამაში ცუდი, პირიქით, ეს არის ყველა ჩვენთაგანის ვალდებულება, რომ თუ გვაქვს შანსი, თუნდაც ფულის ხარჯზე,  ვიყიდოთ ინფორმაცია, სადაც ხელისუფლების უმსგავსი საქციელია ნაჩვენები, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ქვეყნები, ხელისუფლებები აცხადებენ გასამრჯელოს დანაშაულის შესახებ ინფორმაციაზე. რა არის ამაში მაკომპრომეტირებელი, არ მესმის.

სააკაშვილიც იგივეს აცხადებს, ისიც თქვა, ცოტა ადრე მოუვიდათ ამ კადრების გაშვებაო...

- ვის მოუვიდა ადრე, ირმა ინაშვილს? „ქართულ ოცნებას“ ამ კადრებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მან მოიპოვა ეს ინფორმაცია.

„ადრე მოუვიდა, გვიან მოუვიდა“ - ის თავისი მახინჯი სტანდარტებით მოქმედებს, თავის გეგმებს სხვებს აბრალებს, არანაირი გეგმა „ქართულ ოცნებაში“ არ ყოფილა, წყარო დასახელდა და რამდენადაც ვიცი, ირმა ინაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს.

მაგრამ მე მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც ახლა გაუშვეს ეს კადრები. იმ ადამიანების დაზღვევის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე, ვინც ამ საქმის ირგვლივ ტრიალებდა, ძნელი იყო ამისი გაკეთება, იგივე  ციხეში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისთვის.

ეს კადრები ადრე რომ გასულიყო, ვინმეს ექნებოდა გარანტია, რომ იმ ციხეშიც დიდ უბედურებას არ დაატრიალებდნენ და იმ ადამიანების ოჯახებშიც, რომლებიც ამ საქმის გარშემო ტრიალებდნენ? როგორც ჩანს ეს ადამიანები უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ფიქრობდნენ და როცა მიეცათ საშუალება, მაშინ გაუშვეს.

ეს იმას ჰგავს, მკვლელი ამბობდეს, იმან იცოდა მე რომ კაცი მოვკალი და ის დასაჯეთ, მე რას მერჩით, მე პატიოსანი კაცი ვარო - ასეთი რიტორიკა ისმის დღეს ხელისუფლებისგან...

ბოლო ინფორმაციით, ხელისუფლებაფილმებისპარალელურად, მასობრივ დაპატიმრებებზეც გადავიდა, აკავებენ სტუდენტებსაც, „ქართული ოცნებისწევრებსაც...

- საერთოდ, ხელისუფლება მოქმედებს კრიმინალური მეთოდებით. კრიმინალების ბანდებს ამუშავებენ. ღვედის გამო რომ ადამიანს დაიჭერ, ხომ წარმოგიდგენიათ, რაც ხდება. ის ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად, წერტილოვანი დარტყმებით არიან დაკავებულები, ესენი ფაქტობრივად, კრიმინალიზებული ბანდები არიან, ესენი უკვე აღარ არიან სამართალდამცავები, ანგარიშსწორების მიზნით სპეცოპერაციებში იღებენ მონაწილეობას.

ძალიან ცუდ რაღაცას უკეთებენ, პირველ რიგში, საკუთარ თავს, პირდაპირ გეტყვით, რომ  ეს ძალზე უსუსური ნაბიჯებია და ამით პროცესს ვერ შეაჩერებენ. ის ადამიანები მინდა დაფიქრდნენ, ვინც ამაში მონაწილეობს, დღეებია დათვლილი და მერე რას აპირებენ? - ძალიან მაინტერესებს.

სტუდენტურ აქციებზე დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია, ხელისუფლებას ყველაფერი მიჰყავს დესტაბილიზაციისკენ, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, რეალურია ეს გეგმა?

- ხელისუფლება ყველაფერზე ხელისმომწერია, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების პროვოცირებას უკონტროლო სიტუაციის შექმნის მიზნით. ჩვენ ამაზე არ უნდა წამოვეგოთ. მე ვამაყობ ნამდვილად ჩვენი სტუდენტობით, რომელიც ძალზე ზომიერად, ფაქტობრივად, კანონის ფარგლებში გამოთქვამს თავის პროტესტს. ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, კანონის ზღვარზე დაგვაყენოს, მაგრამ ამაზე შეგნებულად არ მივდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ვართ და ჩვენც ნერვები გვაქვს, პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს. არ მივცემთ ხელისუფლებას საბაბს, რომ რამე ამდაგვარი გააკეთოს, პირველ ოქტომბერს დავასრულებთ ამ საშინელებას, რაშიც გვაცხოვრებენ ესენი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ავღანეთში არჩევნები უკვე ჩაატარეს, ლოგიკურად, არჩევნების ჩაშლა არ უნდა იგეგმებოდეს. ამის მიუხედავად, მოსალოდნელია თუ არა, ისეთი პროვიკაცია, რაც სააკაშვილს საბაბს მისცემსრჩევნები ჩაშალოს?

- მათი მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი, გამომდინარე იქიდან, რომ პირწმინდად წაგებული აქვთ, ბუნებრივია, ძალოვან სცენარებს განიხილავენ, ელექტორალური სცენარები მათთვის აღარ არსებობს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვერაფერს ვერ მოახერხებენ, სისტემა უკვე დაშლის პირას არის და თუ ხელისუფლებამ არჩევნებამდე ვერ მიაღწია და იქამდე დაიშალა, ამ სცენარს განვიხილავ. იმ სცენარსაც განვიხილავ, რომ ბარიერიც ვერ გადალახონ, ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, მაგრამ ის, რომ ხელისუფლებამ მოახერხოს სიტუაციის ხელში აყვანა, თუნდაც ასეთი განუკითხაობით ამისი რესურსი მათ აღარ აქვთ და ეს ყველაფერი არის რიტორიკა და სურათები. რეალურად მეფე შიშველია უკვე.

ამფილმებით“, „შეთქმულებებისგახსნით რის მიღწევას ცდილობს სააკაშვილი, სიტუაციის სათავისოდ შემობრუნებას ხომ არა?

- სიტუაციის შემობრუნება ამ კადრებით ძალზე სასაცილოა. პირიქით, ეს ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ინერციით აკეთებენ, მათ ხომ სხვა არაფერი არ იციან, არ აქვთ, მანევრი, დიაპაზონი, კარგი სვლები, დღეს მიხეილ სააკაშვილი ცუგცვანგის მდგომარეობაშია, მისი ყველა სვლა მთავრდება შამათით მოწინააღმდეგის მხრიდან, მან ეს იცის მშვენივრად, მას არ აქვს კარგი სვლები დარჩენილი, აქვს მხოლოდ ცუდი სვლები და ცდილობს, მათ შორის ნაკლებად ცუდი აირჩიოს. შამათი ორ სვლაში დამთავრდება თუ სამში, კი აქვს მნიშვნელობა, უკეთესია მალე დამთავრდეს და მაქსიმალურად წყნარად, მაგრამ ხელისუფლება სისტემურად განწირულია, ამაში ორი აზრი არ არის.

მოსაზრება გამოითქვა, რომ სააკაშვილს თვითონვე აწყობდა ახლა სიტუაციის არევა და თანაც ისე, რომ თავისი გუნდი უმტკივნეულოდ ჩამოეშორებინა, მათ შორის ახალაიები, რომელთა წინაშეც ის ანგარიშვალდებულია, თეორიულად მაინც შესაძლებელია მსგავსი რამ?

- ის, რომ ანგარიშვალდებულია მათთან და ერთი საერთო დანაშაული აერთიანებთ, ამაში გეთანხმებით, მაგრამ ის რომ მოიშორა, ეს ასე არ არის. ისინი ფაქტობრივად ერთი ჯაჭვის რგოლები არიან, ასე რომ, ამისგან გათავისუფლება სააკაშვილს ძალიან გაუჭირდება. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მეცოდება კიდეც ეს ადამიანი. დაახლოებით ვცდილობ, წარმოვიდგინო, ამ დღეებში რა ხდება მის თავში. როდესაც ხედავს, რომ თვალწინ მისივე მზე ჩადის. ხომ ტრიალებს ყველა დანაშაულის კადრი, თუ რაზე შეიძლება პასუხი მოსთხოვონ, მოჩვენებები იმ ნაწამები ადამიანების თუ კიდევ უარესი არა. ტრიალებს მუდმივად, ძინავს თუ ღვიძავს, აქედან გამომდინარე  ტრაგიკული პიროვნებაა.

სხვათა შორის, სააკაშვილმა გურჯაანში მოსახლეობასთან შეხვედრისას ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა გაერთიანებისაკენ, თუმცა იქვე მუქარაც მოაყოლა...

- ის არის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, ისედაც არ იყო მაინც და მაინც გაწონასწორებული და ახლა ლოგიკის ძებნა მის ამა თუ იმ განცხადებაში, შეუძლებელია.