გოგა ხაინდრავა :”რეზო ლორთქიფანიძე ჩემი მეგობარია”

გოგა ხაინდრავა :”რეზო ლორთქიფანიძე ჩემი მეგობარია”

საფრანგეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით გიორგი ხაინდრავა დაიბარეს. დღეს, 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრანგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველ სამართალდამცველებს ოფიციალურად გადასცეს გოგა ხაინდრავასა და ”კანონიერ ქურდ” რეზო ლორთქიფანიძის შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა.

გოგა ხაინდარავა ჯერ კიდევ გასულ წელს, "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი, რეზო ლორთქიფანიძე მისი მეგობარია.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა გამოცდილება მისცა ქუჩამ, მაშინ გოგა ხაინდარვამ უპასუხა, რომ "კრიმინალური თვალსაზრისით კარგი არაფერი იყო, თუმცა გამოცდილება მიიღო".

"მაშინ ორი გზა ჰქონდათ ახალგაზრდებს. ან კომკავშირელი უნდა ყოფილიყავი და წითელი ფერი გყვარებოდა, ანდა გარემო გწირავდა, ქუჩაში ხვდებოდი, კრიმინალში, ძველ ბიჭებთან. მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა და უფროსებთან დამოკიდებულება, ასევე ის, რომ მეგობარი არ უნდა ჩაგეშვა და გაგეწირა, მაშინ ვისწავლეთ. დღეს პირიქით ხდება, პავლიკა მოროზოვებს ზრდიან. კრიმინალური გამოცდილება არც ჩემი და არც სხვისი შვილისთვის არ მინდა, მაგრამ ჩვენ გავიარეთ ეს და ამას ჩვენი ცხოვრებიდან ვერ წავშლით. მეგობრები მყავს ქურდები, ვისთან ერთადაც ვსწავლობდი, ვიზრდებოდი. რამდენიმე მათგანი განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. მაგალითად, პაატა ჩლაიძე, რომელთანაც სიკვდილამდე ვმეგობრობდი, დღესაც ჩემი მეგობარია რეზო ლორთქიფანიძე, მამამისი საუკეთესო ქართველი პოეტი იყო", - ამბობდა გოგა ხაინდრავა.