სანდრო ცაგარელის მხარდასაჭერად!

სანდრო ცაგარელის მხარდასაჭერად!

დღეს, 25 სექტემბერს დღის 10 საათზე მოდი საქალაქო სასამართლოსთან უკანონოდ დაკავებული სტუდენტის, სანდრო ცაგარელის მრადასაჭერად!

სანდრო ცაგარელის დაკავების ქრონიკა:

24.09.2012. 

01:00 ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული სტუდენტი, "ლაბორატორია 1918"-ის წევრი სანდრო ცაგარელი დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად მიაწოდა მეგობრებს. სანდრო ცაგარელი ადვოკატს ითხოვს. უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან კი სტუდენტები არიან შეკრებილი. მათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი სოზარ სუბარი შეუერთდნენ.

01.55 დიღმის პოლიციის სამმართველოსთან სტუდენტები არიან შეკრებილები. ისინი სპეციალურ ვიდეომიმართვას წერენ და სტუდენტებს ხვალ 10 საათზე საქალაქო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

როგორც "ლაბორატორის 1918"-ის წევრები ამბობენ, სანდრო ცაგარელმა დარეკა და უთხრა, რომ ის დიღომში პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

"ასე მითხრა, ადმინისტრაციულს მიკეთებენ და ადვოკატი მჭირდებაო", - ამბობს "ლაბორატორია 1918"- ის წევრი ლევან აბაშიძე, რომელსაც სანდრო ცაგარელმა პოლიციიდან დაურეკა.

როგორც "ლიბერალის" კორესპონდენტი იტყობინება, ის ესაუბრა სალომე ბელქანიასა და თეკლა დავითულიანს , რომლებიც დაკავების ფაქტს შეესწრენ. მოწმეების თქმით, ისინი ერთად მოდიოდნენ მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა მოულოდნელად პოლიციის მანქანა გაჩერდა, სანდრო მანქანაში ჩასვეს და წაიყვენეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ სანდრო ნასვამი არ იყო და მას არც პოლიციისთვის გაუწევია წინააღმდეგობა.

სანდრო ცაგარელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი დაიცავს.

სანდრო ცაგარელის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით შსს "ლიბერალთან" კომენტარს ამ წუთებამდე არ აკეთებს.

03:00 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატ ნონა ქურდოვანიძის თქმით, სანდრო ცაგარელს ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედება. აღნიშნული მუხლები ადმინისტრაციულ ჯარიმას ან 90 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"მასზე რაიმე სახის ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა. უბრალოდ, ვერ გაუგია რისთვის დააკავეს. მისი თქმით, ტაქსის აჩერებდა, როცა მოულოდნელად პოლიციის მანქანა გაჩერდა და წაიყვანეს. სასამართლო პროცესი ხვალ დილით გაიმართება. ზუსტი დრო ჯერ უცნობია", - ამბობს ნონა ქუდოვანიძე.

როგორც "ლიბერალის" კორესპონდენტი იტყობინება, ის ესაუბრა სალომე ბელქანიასა და თეკლა დავითულიანს , რომლებიც დაკავების ფაქტს შეესწრენ. მოწმეების თქმით, ისინი ერთად მოდიოდნენ მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა მოულოდნელად პოლიციის მანქანა გაჩერდა, სანდრო მანქანაში ჩასვეს და წაიყვენეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ სანდრო ნასვამი არ იყო და მას არც პოლიციისთვის გაუწევია წინააღმდეგობა.

სტუდენტები ხალხს სანდრო ცაგარელის მხარდასაჭერად დღეს დილის 10 საათზე საქალაქო სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტუდენტური მოძრაობა "ლაბორატორია 1918"-ის წევრი დააკავეს. ცაგარელი თსუ-სთან გამართული კონცერტიდან "სისტემა უნდა დაინგრეს" შინ ბრუნდებოდა. ის ბოლო დღეებში მიმდინარე სტუდენტური აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

25.09.2012

09:40 დაკავებული სტუდენტის სანდრო ცაგარელის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. საქალაქო სასამართლოში ცაგარელის ადვოკატი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ნონა ქურდოვანიძე იმყოფება. სასამართლოს შენობასთან კი დაკავებული სტუდენტის მხარდასაჭერად ახალგაზრდები იკრიბებიან.