სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ყოფილი მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე არაფხიზელ მდგომარეობაში თავის თაყვანისმცემელ მამაკაცთან ერთად პირადად ადევნებდა თვალს გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ფაქტებს, - ამის შესახებ გაზეთ "ასავალ-დასავლთან" ინტერვიუში პარლამენტის ყოფილმა წევრმა, მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა. ბრეგაძის თქმით, რომელმაც გასულ წელს გლდანის მე-8 საპყრობილეში რამდენიმე თვე გაატარა, მას ეს ინფორმაცია პატიმარმა, ვინმე დევაძემ მიაწოდა.
"ახლა ბევრს საუბრობენ, იყო თუ არა საქმის კურსში ხათუნა კალმახელიძე პატიმრების წამებასთან დაკავშირებით. მოგიყვანთ ერთ მაგალითს, რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენს: ბათუმელი ბიჭი, დევიძე თუ დევაძე, გვარი ზუსტად არ მახსოვს, ღამის 2 საათზე კარანტინიდან აიყვანეს კორპუსში, იქიდან კი სასტიკად ნაცემი დააბრუნეს. ამ ბიჭმა მომიყვა, რომ მთვრალი ხათუნა კალმახელიძე თავის თაყვანისმცემელ მამაკაცთან ერთად პირადად ადევნებდა თვალს მის წამებას. დიახ, კალმახელიძე და მისი თაყვანისმცემელი მამაკაცი შამპანურს სვამდნენ და სიამოვნებით უყურებდნენ პატიმრის წამებას", - აცხადებს ბრეგაძე.
ბრეგაძის თქმით, კალმახელიძე თაყვანისმცემელ მამაკაცთან ერთად ხშირად სტუმრობდა საპყრობილეს და სიამოვნებას იღებდა პატიმრების ცემისა და წამების ყურებით.