უკრაინა აზოვის ზღვაზე რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება და მცირეზომიანი, სწრაფმავალი სამხედრო ხომალდებისაგან ახალი სამხედრო ფლოტის შექმნას გეგმავს. გარდა ამისა, 2019 წლის ივლისში უკრაინა ნატო-სგან დაპირებულ „აილენდის" კლასის საპატრულო ნავებსაც მიიღებს, მაგრამ ამჟამად ძალთა ბალანსი მაინც რუსეთის ფედერაციისკენ იხრება.
რუსებს თავისი შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ნაწილი სწორედ აზოვის ზღვაზე ჰყავთ გადასროლილი და მათი ხომალდების რაოდენობა 100-ს აჭარბებს. პარალელურად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამაც შექმნა თავისი „სამხედრო ფლოტი", რომელიც 40-მდე ხომალდისაგან შედგება. უკრაინას კი ამ მომენტისათვის აზოვის ზღვაზე სულ 4 სამხედრო ხომალდი ჰყავს.
ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი იგორ ვორონჩენკო გერმანულ გამოცემა „დოიჩ ველე-სთვის" მიცემულ ინრევიუში აცხადებს.
უკრაინის სამხედსრო ფლოტის სარდალმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან არანაირი კონტაქტი არ აქვთ და არც აპირებენ მათთან საუბარს. უკრაინა ამჟამად თურქეთთან ერთად ახორციელებს სამხედრო ოპერაციას „შავი ზღვის ჰარმონია", რაც სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივ მეთვალყურეობასა და ამოუცნობი გემების მოძრაობის შემთხვევაში, მათს იდენტიფიცირებას გულისხმობს.
ამავდროულად, უკრაინამ გააძლიერა თავის ქართველ, რუმინელ, ბულგარელ და თურქ პარტნიორებთან კონტაქი.
იგორ ვორონჩენკომ აღნიშნა, რომ ახლა აზოვის ზღვაში რუსეთი დომინირებს, რადგან ტერიტორიაზე ასზე მეტი მცირე ზომის სწრაფმავალი სამხედო ხომალდი და სხვადასხვა მცურავი საშუალებებია კონცენტრირებული, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტსა და „ფედერალური უშიშროების სამსახურს" („ეფ-ეს-ბე") ეკუთვნის. მაგრამ, მისი თქმით, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, უკრაინა აზოვის ზღვაზე კონტროლს არ დაკარგავს:
იმ რუსული საბრძოლო გემების რაოდენობა, რომელსაც შეუძლია სრულყოფილად შეასრულოს საბრძოლო დავალებები 36-40-ია, ხოლო უკრაინას კი, სამწუხაროდ, ორი საბრძოლო კატერი და ორი მცირე ზომის ხომალდი აქვს.
„აზოვის ზღვაზე კონტროლს არ დავკარგავთ. ცალსახა შეფასებას ახლა ვერ გავაკეთებ, რადგან სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად შეძლებენ დავალებების შესრულებას. ეს არ არის 2014 წელი (რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია)", - ამბობს უკრაინის სამხედრო ფლოტის სარდალი.
ვორონჩენკომ ისაუბრა რუსეთის მიერ შექმნილ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" სამხედრო ფლოტზე, რომელიც აღჭურვილია 25-მდე მაღალი სიჩქარის მქონდე ხომალდითა. მისივე თქმით, ამ "მითური სამხედრო ფლოტსა" და უკრანის გემებს შორის თითქმის ერთი წლის განმავლობაში დაპირისპირება არ ყოფილა:
„სეპარატისტულმა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ" იქ (დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ ნოვოაზოვსკში) სათევზაო გემებისა და კატერებისაგან მითიური სამხედრო ფლოტი შექმნა, რომელიც 20-25 ხომალდისგან შედგება. მათი მხრიდან, მარიუპოლის მიმართულებით დგას რაღაც „მე-9 საზღვაო პოლკი". 10 თვის განმავლობაში ამ ე.წ. ბრიგადის იქ ყოფნისას პირდაპირი შეტაკებები არ ყოფილა", -ამბობს იგორ ვორონჩენკო.
მან ისაუბრა აზოვის ზღვაში რუსების მიერ დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებზე და განაცხადა, რომ მათთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას რუსეთი არ გასცემს:
„21 მეზღვაური „ლეფორტოვოს" ციხეშია, ხოლო სამი დაჭრილი კი „მატროსსკაია ტიშინაშია" მოთავსებული. ჩვენ გვქონდა გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ციხის უფროსმა გამოგვიგზავნა თარიღისა და სარეგისტრაციო კოდის გარეშე. ეს არის უბრალო ქაღალდი, რომელიც გვეუბნება, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ, ვორონჩენკოს ინფორმაციით, რამდენიმე მეზღვაური ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მათ გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ინვალიდებად დარჩნენ. საუბარია უფროს ლეიტენანტ ვასილი სოროკიზე, მეზღვაურ ანდრეი არტემენკოსა და ასევე მეზღვაურ ანდრეი ეიდერზე.