პატიმრების წამების ამსახველი სკანდალური კადრების შემდეგ ჟურნალისტ ირმა ინაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა.
როგორც "პირWელისთვის" ცნობილი გახდა, საქართველოს ხელისუფლებამ ინაშვილს ზონდერები მიუჩინა.
პარალელურად, სოციალურ ქსელ "Facebook"-ში ვრცელდება მოწოდება მისი ლიკვიდაციის შესახებ.
"ირმა ინაშვილი უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს და მისი ლიკვიდაცია ყველა ქართველი მოქალაქის უპირველესი საზრუნავია! ყველა საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სადაც დაინახავს ირმა ინაშვილს, ლიკვიდაცია მოუხდინოს ნებისმიერი დროს და ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი საშუალებით. უნდა გაიწმინდოს საქართველო ირმა ინაშვილისნაირებისგან", - ეს შეტყობინება ვინმე ნიკა თავაძეს ეკუთვნის, რომელიც სოციალურ ქსელში მასობრივად ვრცელდება, ძირითადად, სააკაშვილის მომხრეებს შორის.
"მოგმართავთ კურდღლებო და ბაჭიებო: - არავის ეშინია თქვენი! თუ ირმა ინაშვილს მოკლავთ და გარწმუნებთ, რომ ვერ მოკლავთ, საქმეს "ობიექტივის" ჟურნალისტები, ასევე, ჩვენი კოლეგები: ნათია მიქიაშვილი, ეკა ბერიძე, ნანა ლეჟავა, ნინო მიქიაშვილი და სხვა ჩემი კოლეგები გააგრძელებენ. ბოდიშს ვუხდი სხვა ჩემს კოლეგებს, ვინც არ ვახსენე. ვერც ჩამოვთვლი - ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი", - აცხადებს ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პატიმართა წამების ამსახველი კადრები ვანო მერაბიშვილის სახელით, სწორედ ირმა ინაშვილს მიაწოდეს.