ბიძინა ივანიშვილი - ქდმ,

ბიძინა ივანიშვილი - ქდმ, "ახალი მემარჯვენეები", "ლეიბორისტები" არიან კიდევ უარესები, ვიდრე - "ნაციონალური მოძრაობა"

"ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობა", "ახალ მემარჯვენეები", "ლეიბორისტულ პარტია" არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის, ისინი სააკაშვილის კუდები არიან , - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ქობულეთში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ისინი უფრო უარესები არიან, ვიდრე - "ნაციონალური მოძრაობა".

"ქრისტიან დემოკრატები", "ახალი მემარჯვენეები", "ლეიბორისტები" არიან კიდევ უერესები, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა". "ნაციონალური მოძრაობა" სახეს აჩვენებს თავისას, ესენი კი იქ არიან და გვატყუებენ, თითქოს იქ არ არიან. ესენი კიდევ უფრო უარეს პოზიციაზე დგანან და არაფერი მოგატყუოთ", - მიმართა ბიძნა ივანიშვილმა მხარდამჭერებს.

ბიძინა ივანიშვილმა მათ მიმართა, რომ თუ მათთან "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარები მივლენ მხარდაჭერის თხოვნით, მოსახლეობამ უნდა ჰკითხოს, თუ იზიარებს პატიმართა წამების ფაქტებს:

"თუ ხუთი ნომერი მოდის თქვენთან და გთხოვთ მხარდაჭერას, შეახსენეთ, რომ საკნის ნომერი, სადაც პატიმართა წამება ხდებოდა, იყო ხუთი ნომერი. დეპუტატი "ნაციონალების" მხრიდან თუ გაკითხავთ მხარდაჭერისთვის, ჰკითხეთ მათ, იზიარებენ თუ არა საკნებში როგორი წამებაც ხდებოდა. ასევე, უნდა აუხსნათ თქვენს მეზობლებს და მეგობრებს, რომ თუ ისინი მხარს უჭერენ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰკითხეთ მათ, რასაც "ნაციონალები" აკეთებენ, თუ იზიარებენ იმას. თქვენ უნდა დაეხმაროთ თქვენს მეზობლებს და მეგობრებს", - აღნშნა ბიძინა ივანიშვილმა.