გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის თასის მეოთხედფინალში "სენტ-ტრიუდენთან" მატჩში ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ამის შემდეგ ის "სერკლ ბრიუგესთან" განაცხადში მოხვდა, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე მწვრთნელმა განაცხადიდან გამოიყვანა.
როგორც ბელგიური გამოცემა walfoot.be-ი იუწყება, "გენტში" ქართველი ნახევარმცველის გამო ღელავენ, რადგან შესაძლოა მან რამდენიმე კვირა გამოტოვოს.
"ბუფალოს" შესანიშნავი კვირა ჰქონდა: ჩემპიონატში გაიმარჯვა და თასის ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ გუნდის ლიდერი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით დაკარგა. გიორგი ჩაკვეტაძემ სერიოზული ტრავმა მიიღო, მან "სენტ-ტრიუდენთან" მატჩში მუხლი დაიზიანა. თავდაპირველმა კვლევებმა სერიოზული არაფერი აჩვენა, თუმცა საბოლოო პასუხი უსიამოვნო იყო.
ჩაკვეტაძე თავდაპირველად განაცხადში იყო, თუმცა საბოლოოდ სათადარიგოთა სკამზე არ გამოჩენილა, მის გარეშე "გენტმა" "სერკლ ბრიუგე" მარტივად დაამარცხა." - ვკითხულობთ walfoot.be-ზე.
გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში ყველა ტურნირზე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.