საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე, რომელიც ამჟამად ტაშკენტის „ფახთაკორის“ მთავარი მწვრთნელია, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ და პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ გამოარჩია.
45 წლის სპეციალისტი სეზონის ერთ-ერთი ლაურეატი იყო. ჩვენებურს პრიზი უზბეკური ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ შოთა დაჯილდოების ცერემონიალს არ ესწრებოდა და მისი კუთვნილი ჯილდო კლუბის წარმომადგენელს გადაეცა.