25 დეკემბერი, ანუ ახალი კალენდრით შობა, ევროპისათვის უმთავრესი დღესასწაულია და ყველა, მათ შორის ცნობილი ფეხბურთელებიც ცდილობენ ეს დღე მათთის ყველაზე მყუდრო და მშობლიურ გარემოში გაატარონ. ამ მხრივ გამონაკლისი არც პორტუგალიელი მეგოლე, კრიშტიანუ რონალდუა.
კრიშტიანუს თავისი ცოლად არმოყვანილი გულისსწორი და შვილების დედა, ჯორჯინა როდრიგესი უკვე დათანხმებული ყავს იმაზე, რომ შობის დღესასწაულს ფეხბურთელის მშობლიურ სახლში, დიდებულ კონძულ მადეირაზე გაატარებენ. ჯორჯინასთვის ეს პირველი შობა იქნება, როდესაც რონალდუსთან ერთად გაატარებს, რადგან აქამდე წყვილს მთელი რიგი მიზეზების გამო ამის საშუალება ვერ მიეცა.
ერთ-ერთი ესპანურენოვანი ინტერნეტ-გამოცემის ენადგაკრეფილმა ჟურნალისტმა ჯორჯინა როდრიგესს რამდენიმე დღის წინ კითხა, უხერხულობას გრძნობდა თუ არა იმის გამო, რომ მშობლიურ სახლში რონალდუს მის მიყვანამდე ბევრი ქალი ყავდა მშობლებისთვის გაცნობილი. ამ გამოხდომას სენიორა ჯორჯინამ პასუხი არ გასცა, მაგრამ ავყიობას ამით ეშველება რამე?!...