„ჩელსის“ იგუაინი მოუნდა

„ჩელსის“ იგუაინი მოუნდა

ლონდონის „ჩელსის“ „მილანის“ 31 წლის არგენტინელი შემტევი გონსალო იგუაინის გადაბირება უნდა, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „არისტოკრატების“ მთავარ მწვრთნელს მაურიციო სარის სურს, რომ იგუაინი თავის გუნდში იხილოს. წყაროს ცნობით, არგენტინელის გადაბირება „ჩელსის“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა.

მიმდინარე სეზონში იგუაინმა ყველა ტურნირზე ერთად 17 შეხვედრა ჩაატარა, სადაც შვიდი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.