სასტუმრო „მეტეხი“ გაიყიდა

სასტუმრო „მეტეხი“ გაიყიდა

„რეზონანსისათვის“ ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო „მეტეხი“ ცნობილმა ამერიკულმა კომპანია „შერატონმა“ შეისყიდა.

ერთი კვირის წინათ ავსტრიულმა  ფირმა „მარკო პოლომ“, „მეტეხი პალასის“ მშენებელმა და მეპატრონემ, სასტუმრო გაყიდა.

ჩვენთვის უცნობია თანხა, რომელიც მსოფლიოში უდიდესი სასტუმროების ქსელის მეპატრონე „შერატონმა“ „მეტეხში“ გადაიხადა.

როგორც ამბობენ, ძველი მეპატრონე ბაუზბეკი საქართველოსა და მის პრეზიდენტს უკვე დაემშვიდობა.