საზოგადოება პერმანენტული აქციებისთვის ჯერ მზად არ არის. როგორც ექსპერტმა "2020NEWS"-ს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლიდან მოყოლებული, ვერა და ვერ ახერხებს რებრენდინგს და სწორედ ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი.
"საზოგადოება ჯერ მზად არ არის პერნამენტული აქციებისთვის. გასაგებია, რომ "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" დიდი მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ ეს არის მაინც "ნაციონალური მოძრაობა“. მე მათ გაერთიანებულ ოპოზიციად ვერ აღვიქვამ. "ნაციონალური მოძრაობა“ ვერა და ვერ ახერხებს რებრენდინგს მოყოლებული 2012 წლიდან, თითქოს მუდმივად ცდილობენ სხვა იმიჯი მოირგონ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ და რჩებიან იმავე "ნაციონალური მოძრაობად“, რომლის მიმართაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულებაა. ეს არ ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას“ ბევრი უჭერს მხარს, მაგრამ ეს დამოკიდებულება ნამდვილად არსებობს. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გაანალიზეს და გადაწყვიტეს, რომ ამ ეტაპზე პერნამენტული აქციების დრო არ არის“, - აცხადებს ექსპერტი.
ძაბირაძე ეთანხმება მოსაზრებას, რომ რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი პრეზიდენტის "პოლიტიკური ხუშტურების“ მძევალია. თუმცა მისი აზრით, პარტიას ჯერჯერობით სხვა არჩევანი და გამოსავალი არ აქვს.
"ამ მხრივ ძალიან საინტერესო ვითარებაა. მიხეილ სააკაშვილი არის "ნაციონალური მოძრაობის“ როგორც ძრავა, ანუ „მოტორი“, ასევე მუხრუჭი. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც გამოეყო გარკვეული ჯგუფი და მათ სხვადასხვა წვრილი ჯგუფები შექმნეს, ამომრჩევლის მხარდაჭერა მაინც ვერ მოიპოვეს. სხვათაშორის, ამ მხრივ, საინტერესოა პარალელები "ლეიბორისტულ პარტიასთან“. რამდენიმე წლის წინ ნათელაშვილის პარიტია მთელმა მეორე ეშელონმა დატოვა, დარჩა გიორგი გუგავა და შალვა ნათელაშვილი და მიუხედავად ამისა, თავის მხარდამჭერები პარტიამ არ დაკარგა. ანალოგიური ვითარეებაა დღეს სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ასპექტში. საბოლო ოჯამში "ნაციონალური მოძრაობისადმი“ დამოკიდებულება ელექტორატში არ იცვლება. ეს პრობლემა უდგათ და ამას მშვენივრად აცნობიერებენ, მაგრამ სხვა გამოსავალი ჯერჯერობით არ აქვთ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.