ვისი მხარდამჭერი იყო არჩილ გამზარდია პრეზიდენტის არჩევნებზე?

ვისი მხარდამჭერი იყო არჩილ გამზარდია პრეზიდენტის არჩევნებზე?

 “სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია – ეს მოცემულობაა და ყველას ვურჩევ, ამ მოცემულობას თვალი გაუსწოროს, რომ რეალობის მიღმა არ აღმოჩნდეს.

მე ვიყავი ხელისუფლების შტოებში კონკურენციის მომხრე, ამიტომ ვიყავი ვაშაძის ამომრჩეველი, მაგრამ ეს ბატალიები დასრულდა. საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი და ეს მოცემულობაა, ” – ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” წერს.

“დროა ოპოზიცია გადავიდეს ახალ, მორიგ პოლიტიკურ ეპოქაში და არ ჩარჩეს წინაში. ამას გარდა, დროა, გააცნობიეროს ოპოზიციამ, რომ დესტრუქცია მათვე შეუმცირებს პერსპექტივებს, მაშინ, როდესაც მეც და ბევრიც ოპოზიციას ვგულშემატკივრობთ ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ.

პოლიტიკურ წარსულში კი არ ბრუნდებოდეს ოპოზიცია მოქმედებებით, არამედ ოპოზიცია უნდა ქმნიდეს პოლიტიკურ მომავალს. თუ ეს ასე ვერ მოხდება, ისარგებლებს მხოლოდ ხელისუფლება”, – წერს გამზარდია.