შსს-მ გურჯაანში მომხდარზე პასუხისმგებელი პირები მალე უნდა გამოკვეთოს – კობა ნარჩემაშვილი

შსს-მ გურჯაანში მომხდარზე პასუხისმგებელი პირები მალე უნდა გამოკვეთოს – კობა ნარჩემაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი მიიჩნევს, რომ უფრო სწრაფად უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება, ვინც 16 დეკემბერს კახეთში კანონს აშკარად არღვევდა და პოლიციელების წინააღმდეგ მოქმედებდა.

„კანონდამრღვევთა დაკავება აუცილებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ჩადენილი. როცა შესწავლის შემდეგ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხების მოკვლევა უფრო უნდა გააქტიუროს და პასუხისმგებელი პირები მალე გამოიკვეთოს. თუ სამართალდამცავების მხრიდან ჰქონდა კანონდარღვევას ადგილი, სათანადო ზომები მათ მიმართ უნდა განხორციელდეს, თუ მოქალაქეების მხრიდან, მაშინ მათ მიმართ უნდა იყოს ზომები მიღებული“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

რაც შეეხება დავით კირკიტაძის დაკავებას, დეპუტატის თქმით, ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს და სასამართლომ გადაწყვიტოს.