მოულოდნელობა: ოპოზიციამ რუსთაველზე კარვები დაშალა

მოულოდნელობა: ოპოზიციამ რუსთაველზე კარვები დაშალა

გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელიც სამშაბათიდან პერმანენტული აქციებით იმუქრებოდა, სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტის წინ მდებარე კარვების დაშლა დაიწყო.

რას უკავშირდება ასეთი მკვეთრი ცვლილება, ამის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. გამორიცხული არ არის, ოპოზიციამ საპროტესტო აქციებზე უარი თქვას და სამოქმედო გეგმა შეცვალოს.