მოქალაქე, რომელმაც პროკურორს სანთებელა ესროლა დააკავეს

მოქალაქე, რომელმაც პროკურორს სანთებელა ესროლა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1995 წელს დაბადებული პირი ლ.ბ სასამართლოს უპატივცემლობის ბრალდებით დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ლ.ბ.-მ სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორ დავით ნეფარიძეს შუბლის არეში მოხვდა, რამაც მას დაზიანება მიაყენა.

საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროცესზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ისროლა, რომელიც პროკურორ დავით ნეფარიძეს შუბლის არეში მოხვდა და დაზიანება მიაყენა.