“მისმა მკვლელობამ მასზე ცოტა პატარა გოგო შემძრა – თითქოს ხომ კარგია… არადა 14 წლის წინ, იქნებ ამ ბიჭის გადარჩენა შეიძლებოდა?!”

“მისმა მკვლელობამ მასზე ცოტა პატარა გოგო შემძრა – თითქოს ხომ კარგია… არადა 14 წლის წინ, იქნებ ამ ბიჭის გადარჩენა შეიძლებოდა?!”

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე დღეს გამოტანილ განაჩენს, ჟურნალისტი ანი კიკნაძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:

“ბუტას გამო დაისჯებიან!  – ერთხელ დავწერე, ასე მგონია ჩემი მეგობარია -მეთქი, ან იქნებოდა და ალბათ იმიტომ რომ ერთ დროს, მისმა მკვლელობამ მასზე ცოტა პატარა გოგო შემძრა. გაიხედავ და უკან უსამართლობის მთელი 14 წელია…

აი, ამდენი ხანი ელოდები როდის დაისჯებიან ადამიანები, უდანაშაულო ბიჭი რომ გაიმეტეს. განა რამის გამო… უბრალოდ ადგნენ და გაიმეტეს… ხელებაწეულ ბიჭს ესროლეს და ეს ბიჭი მხოლოდ 19 წლის იყო. შეეძლოთ და არ უშველეს, არ გადაარჩინეს…

ამდენი ხნის მერე, სასამართლომ როგორც იქნა გადაწყვიტა რომ ეს დანაშაულია, მკვლელობაა და ამის გამო ვიღაც უნდა დაისაჯოს. თითქოს ხომ კარგია… არადა 14 წლის წინ, იქნებ ამ ბიჭის გადარჩენა შეიძლებოდა?!

არ არსებობს სასჯელი, რომელიც მკვლელობას გამოისყიდის. არ არსებობს!”– წერს ანი კიკნაძე.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით. აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლის 3 თვის ვადით და თანამდებობის დაკავება 2 წლია და 3 თვის ვადიათ.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წელი და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილი იყო და ამაში მასაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.