“ხშირად “დაგთაგავთ” ციხეში გადაღებულ ამ ფოტოზე…” – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი მარგველაშვილზე გაბრაზებულია

“ხშირად “დაგთაგავთ” ციხეში გადაღებულ ამ ფოტოზე…” – ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი მარგველაშვილზე გაბრაზებულია

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით მიმართა:

“Giorgi Margvelashvili ხშირად დაგთაგავთ ციხეში გადაღებულ ამ ფოტოზე, როგორც ძალიან სუბიექტურ პრეზიდენტს, რომელიც მხოლოდ ახლობლებს, მკვლელებს და მანიაკებს იწყალებდა” – მიმართა ჟორჟოლიანმა ყოფილ მთავრსარდალს და დაურთო მისი მეგობრის, ლევან როსტოშვილის ფოტო, რომელიც პატიმრობაში იმყოფება.

ცნობისთვის, 2017 წელს, სასამართლომ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მასთან ერთად მსახიობ ლაშა კურტანიძეს კი – 5 წლით.

როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 260-ე (დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა) მუხლით აღიძრა. ბრალდებულები წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.