"მე ჩემი დანაშაული მოვინანიე"- საპროცესოთი გათავისუფლებული ბაქრაძე 

 

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, ერთ ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსი, ზაზა ბაქრაძე ამბობს, რომ მან თავის დანაშაული მოინანია.

ბაქრაძემ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მხოლოდ ეს კომენტარი გააკეთა. მოსამართლემ დღეს ის დარბაზიდან გაათავისუფლა.

ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.