პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში საკუთარი სამუშაო კაბინეტი დაათვალიერა და თანამდებობები გადაანაწილა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დიმიტრი გაბუნია მისი საპარლამენტო მდივანი, ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქნება. ნათია პავლიაშვილი კი პრესასთან ურთიერთობას გააგრძელებს.
"გუშინ დავნიშნე ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად, დიმა გაბუნია დაინიშნა, როგორც ჩემი საპარლამენტო მდივანი, ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა, პიარის ჯგუფი გაძლიერდება. კვირის ბოლოს გაგაცნობთ ადმინისტრაციის შემადგენლობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.