ია მეტრეველი: ნეტა ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, ხუთი წელი კი არა ოცი წელი ქონდეს მისჯილი

ია მეტრეველი: ნეტა ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, ხუთი წელი კი არა ოცი წელი ქონდეს მისჯილი

მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შსს-ს ხუთივე ყოფილი მაღალჩინოსანი დამნაშავედ ცნეს, სამართლიანია.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს, ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილების გამო. ჩემთვის გაუგებარია აი აქ რაც მოაწყეს ეს წივილ-კივილი, ნეტა ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, ხუთი წელი კი არა ოცი წელი ქონდეს მისჯილი", — განაცხადა ია მეტრეველმა სასამართლო სხდომის შემდეგ.

მეტრეველი სასამართლოზე მომხდარ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოძალადე რეჟიმმა ისევ წარმოაჩინა თავი.

"მე 15 წელია ვიბრძვი სამართლიანობისთვის, მინდა დღევანდელი დღე მივულოცო საზოგადოებას მე ვთვლი, რომ დღეიდან დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი", — განაცხადა მეტრეველმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, ხუთივე ბრალდებული მაღალჩინოსანი სასამართლოს გადაწყვეტილებით დამნაშავედ ცნეს.