ზაზა სარალიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.
როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ის უნდა შეხვდეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს და ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გამომძიებლებს, საქმის დეტალების გასაცნობად. შეხვედრა შსს-ში 15:00 საათზეა ჩანიშნული.
სარალიძე უწეყბაში ადვოკატთან, ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივა.