"ეს ქათამი ხაბაზი ნახე რა, იცის მიშას დრო აღარაა და არავინ არ აპირებს მანქანის დაძვრას და გაწვა ახალი პატარძალივით, დიდ გულზე", - ასე აფასებს უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის კობა ხაბაზის გუშინდელ ქმედებას ველისციხეში.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა სამართალდამცავების მიერ გზის გადაკეტვის გამო, მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.