"ხალხო, ამ სახელმწიფოში ცხოვრება აღარ შემიძლია" – გრიგოლ ვაშაძის ტირადა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში დაკავებულ ,,გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთ ლიდერთან, დავით კირკიტაძესთან გრიგოლ ვაშაძე ჩავიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღშფოთებულია მომხდარით და მას საქართველოში ცხოვრება აღარ შეუძლია.

”დავით კირკიტაძეს პოლიციის მანქანა არ დაუზიანებია. კადრებზე შესანიშნავად ჩანს, გაუგებარი კუთვნილების გაუგებარი წარმოშობის ავტობუსი, რომელიც პოლიტიკურმა პოლიციამ დააყენა გზაზე იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის შეეზღუდა ყველა ჩვენი კონსტიტუციური უფლება. თქვენ კადრებს ნახავთ კადრებში, იგივე ავტობუსს როგორ ვაჩერებ მე, რომელიც ცდილობს გზა გადაკეტოს.

ხალხო, ვარ აღშფოთებული, აღარ შემიძლია ამ სახელმწიფოში ცხოვრება. რატომ დაგვახვედრეს გურჯაანის შესასვლელში სუს-ის კონტროლირებადი ზონდერები, რომლებიც აგურებს ესროდნენ მოძრავ მანქანებს, რატომ..." - განაცხადა ვაშაძემ.