ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი კახეთში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
“ხელისუფლებამ იცოდა ნაცსექტის გეგმები – მათ უნდოდათ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაშლილიყო და სახელმწიფო დიდ სკანდალში გახვეულიყო. დავით კირკიტაძემ თავისი სიბრიყვით გაამხილა ნაცსექტის “შულავერის კომიტეტის” მიზანი – არ ჩატარებულიყო ინაუგურაცია. ველისციხეშიც თავისი სიბრიყვით შეახტა პოლიციის ავტობუსს და ჩაამტვრია ფანჯარა. ახლა კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გრიგოლ ვაშაძე კვლავაც ააცმაცუნებს ულვაშებს, ის ამსტერდამელი მაწანწალაც კვლავ ისეირნებს ველოსიპედით, ეს “შულავერის კომიტეტიც” შეიკრიბება და გამართავს პრესკონფერენციებს, მომავალ პარლამენტშიც დაიგულებენ ადგილებს, კირკიტაძე კი აღარავის ემახსოვრება მისი ოჯახის გარდა”, – წერს მინარაშვილი.