"პირველი მანქანის ნომრებს ხედავთ ხომ... ჩარკვიანის ევრო-ატლანტიკა არ გაიშვა არსად" - ბერიკაშვილი

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ინაუგურაციის დღეს, ოპოზიციის კოლონის ერთ-ერთი მანქანაა გადაღებული რუსული სანომრე ნიშნებით და წარწერით "არა სალომეს":

"პირველი მანქანის ნომრებს ხედავთ ხომ? ეს რუსეთის ფედერაციის ნომრებია! ჩარკვიანი მოთაგეთ, მაგისი ევრო-ატლანტიკა არ გაიშვა არსად, კომუნიზმში აღმოცენებული არსება!

კიდევ გაქვთ ვინმეს კითხვა თუ რა უნდათ ნაცებს და მათ ლიდერებს სააკაშვილს და მოსკოვში მყოფ ალასანიას? მათ უნდათ ერთი რამ – საქართველო ქართველების გარეშე რადგან ვერ იტანენ ვერც ქართველებს და ვერც საქართველოს!" – წერს ბერიკაშვილი.