“მადლობა ბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო!”

“მადლობა ბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო!”

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. პრეზიდენტის ფიცი სალომე ზურაბიშვილმა თელავში დადო.

ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.

კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავების წინ სალომე ზურაბიშვილმა დადო ფიცი – ”მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის”.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში 1 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ მმართველი გუნდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ცერემონიისთვის 50-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა.

ღონისძიებას ესწრებოდა ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ყოფილი ლედი, მაკა ჩიჩუა.

ისტორიულ ფაქტს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი “ფეისბუქის” გვერდზე ასე ეხმაურება:

“მადლობა ბატონო პრეზიდენტო ქვეყნის სამსახურისთვის, მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო!”, – წერს ხიდაშელი.