"ევროპული საქართველო" გაერთიანებული ოპოზიციის აქციებს არ შეუერთდება. პარლამენტის წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს ბრძოლის საკუთარი სტრატეგია და "ევროპული საქართველო" არ იაზარებს გაერთიანებული ოპოზიციის მოსაზრებას აქციების დაწყებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვართ სხვა პარტია, გუშინდელი აქციის მონაწილეებიც არ ვიყავით. ყველა პარტიას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ტაქტიკა, განსხვავებული ბრძოლის გზები. კონკრეტულად, რა აქციაც დააანონსა "ნაციონალურმა მოძრაობამ"- ეს ჩვენი აქცია არ არის, ეს მათი აქციაა", - აღნიშნა ხოშტარიამ.