ახალგაზრდა კაცი მამიდის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - „4 თვის პენსია გამოიტანა და ამის გამო მოკლა“

ახალგაზრდა კაცი მამიდის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - „4 თვის პენსია გამოიტანა და ამის გამო მოკლა“

მკვლელობა მარნეულში. სოფელ კიროვკაში, სახლის სარდაფში 65 წლის ქალი მოკლული საკუთარმა ძმამ ნახა. ქალს თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ცხედრის გვერდით სარდაფშივე ახლად გათხრილი ორმოც ნახეს, სადაც, სავარაუდოდ, მკვლელს ცხედრის დამალვა სურდა.

ნათესავები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა გარდაცვლილის ძმისშვილმა ჩაიდინა, რომელიც დაკავებულია. მკვლელობის მოტივად ოთხი თვის პენსია სახელდება, რომელიც გარდაცვლილმა გასულ კვირას აიღო.

თანასოფლელები თქმით, სახლის ეზოში აღმოაჩინეს ორმოც. მეზობლები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ორმოში აპირებდა მკვლელობის ჩამდენი ცხედრის დამარხვას.

გარდაცვლილი ქალის მეზობელი რაფაელ ისმაილოვი აცხადებს, რომ ქალი სარდაფში მისმა ძმამ იპოვა. მას ნათესავები 6 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. ის ძმის შვილთან ერთად ცხოვრობდა და როდესაც მამიდის დაკარგვის შესახებ ეკითხებოდნენ, ამბობდა, რომ ხან ბაქოში წავიდა და ხანაც ბაზარში.

ის ქალის გაუჩინარების შესახ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ყვებოდა. მის წაინააღმდეგ ეჭვი ნათესავებს სწორედ  ამის შემდეგ გაუჩნდათ. ასევე გაარკვიეს, რომ ქალს ბანკში 4 თვის პენსია წინასწარ გამოუტანია.  სახლში ძმის შვილის სისხლიანი ტანსაცმელიც  იპოვეს, რის შემდეგაც ის სახლიდან გაიქცა და მიიმალა. პოლიცია მას სამი დღის განმავლობაში ეძებდა. 

„თავიდან ეს ბიჭი მამასთან ერთად მამიდას ეძებდა.  მთელი 6 დღე დაკარგული იყო. მამიდასთან ერთად ძმიშვილი ცხოვრობდა. რომ ვეკითხებოდით, სად წავიდაო, ამბობდა ხან ბაქოში და ხან ბაზარშიაო. მერე დიდი ხანი რომ აღარ გამოჩნდა, ეჭვი გაჩნდა. არეულად  ლაპარაკობდა. გარდაცვლილის ძმა სარდაფში შემთხვევით ჩავიდა და ქალი თავგაჩეხილი იქ იპოვა.

მერე გაირკვა, რომ ბაnკიდან 4 თვის პენსია წინასწარ გამოუტანია. ამ ბიჭს ფული სჭირდებოდაო, ვალები ჰქონია თუ რაღაც ასეთი და წართმევა უცდია. ამ ჩხუბის დროს თავში რაღაც აქვს ჩარტყმული. მერე სარდაფში ორმო გაუთხრია და მის დამარხვას იქ აპირებდა, ვეღა მოასწრო.  სისხლიანი ტანსაცმელი დამალული ჰქონდა. გამოიცვალა და ისიც ვერ მოასწრო, რომ მოეშორებინა. გვამის პოვნის შემდეგ გაიქცა. პოლიციას სადახლოსთან უპოვია. დანაშაულიც უღიარებია. ყველაფერი მის წინააღმდეგ არის. რას დამალავდა, ტანსაცმელი იპოვეს“, - აცხადებს გარდაცვლილი ქალის მეზობელი რაფაელ ისმაილოვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 10 დეკემბერს მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამიდას, 1951 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და ცხედარი დამარხვის მიზნით სარდაფში გადამალა. 15 დეკემბერს ცხედარი გარდაცვლილის ნათესავებმა აღმოაჩინეს და სამართალდამცველებს აცნობეს. მკვლელობაში ბრალდებული მიიმალა, თუმცა პოლიციამ იგი სადახლოში დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.