სანდრო ბრეგაძე:

სანდრო ბრეგაძე: "კირკიტაძეს და ლიფსიტებს რომ დაერიეთ, აბა, მელიას ან ვაშაძის დაკავება გაბედეთ"

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე დავით კირკიტაძის დაკავებას ეხმაურება:

არასოდეს კაცის დაკავება არ გამხარებია და არც ახლა მიხარია! მუდამ ჰუმანური სასჯელის მომხრე ვარ, მით უმეტეს, როდესაც საქმე მიტინგს ან აქციას ეხება! ასევე მარაზმია პოლიციელების შეურაცხყოფა, მაგრამ ახლა მინდა შსს-ს მივმართო: ამ კირკიტაძეს და სხვა ლიფსიტებს რომ დაერიეთ, აბა, ორგნიზატორების - მელიას ან ვაშაძის დაკავება გაბედეთ? ვერ გაბედავთ და ახლოსაც ვერ მიეკარებით! თქვენ მხოლოდ "მარშის" ახალგაზრდებთან გაქვთ დიდი გული, როდესაც გაბუნიას მანქანასთან მიკარების გამო 20 წლის ბავშვებს 5-წლიანი მუხლი წაუყენეთ!“ - წერს ბრეგაძე.