დავით კირკიტაძე დააკავეს

დავით კირკიტაძე დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს.  ის ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად კახეთში მიემართებოდა. მასთან ერთად იმყოფებოდა ნიკა მელიაც.

შსს ოპოზიციონერ ლიდერს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ედავება.

დავით კირკიტაძის სახლთან პოლიცია დილითაც იმყოფებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დღის მეორე ნახევარში დააკავეს.

ამასთან, შს მინისტრის მკოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ვინც ნახა გუშინ თუ რა მოქმედებებს ახორციელებდა დავით კირკიტაძე, გასაკვირი არ უნდა იყოს თუ რატომ ინტერესდება გამოძიება მისით.

„ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვინმემ ნახა გუშინ ბატონი კირკიტაძე რა მოქმედებებს ახორციელებდა, იქ თუ ნახეთ, ანუ პოლიციელზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი და ნივთების დაზიანებას ჰქონდა ადგილი, ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს რატომ დაინტერესდა გამოძიება ბატონი კირკიტაძით“,- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.